POSTS დაიჯესტი

“არსებობს ხმები, რომ სტრასბურგის განაჩენით, მათ ,დაკარგული აქვთ “რუსთავი 2-ი”,-მაია ჩიტაია

"დიდი ბოდიში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თქვენ წამოეგეთ გვარამია-გაბუნიას პროვოკაციაზე..."

ჟურნალისტი, მაია ჩიტაია,“ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გადაცემა “პოსტ სკრიპტუმის” წამყვანის, გიორგი გაბუნიას მიერ , 7 ივლისს  გადაცემის წარდგენისას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებების  და  “რუსთავი 2-ს” გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ჟურნალისტის ინფორმაციით, არსებობს ხმები იმის შესახებ, რომ  სტრასბურგის განაჩენით , მათ ,დაკარგული აქვთ  ეს ტელევიზია.

“გაბუნიას გამოსვლით აღფოთებული ვინც ხელისუფლებას მოუწოდებთ რუსთავის დახურვისკენ და გაბუნიას და გვარამის დაჭერისკენ, დიდი ბოდიში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ თქვენ უკვე წამოეგეთ გვარამია-გაბუნიას პროვოკაციაზე… …

სწორედ ეს არის ნაცების მიზანიც, რომ ხელისუფლებამ ძალა გამოიყენოს მათ წინააღდეგ…რაც გახდება ახალი საპროტესტო ტალღის აგორების საფუძველი…
ამ ფორმით ისინი შეეცდებიან რუსთავის 2-ის  შენარჩუნებას, მაშინ როცა ხმები გამოდის, რომ სტრასბურგის განაჩენით უკვე ისედაც დაკარგული აქვთ მათ ეს ტელევიზია….
ასე რომ ყველაზე დიდი შეცდომა იქნება ის, რომ ხელისუფლებამ ახლა მათ წინააღმდეგ რაიმე ფორმით ძალა გამოიყენოს….
და არც პუტინისადმი ბოდიშები და თავის მართლებაა საჭირო ხელისუფლების მხრიდან….ისედაც იცის პუტინმა ვისი არხიც არის ამჟამად რუსთავი 2-ი, -წერს ჟურნალისტი. 

მოამზადა რუსა გვაზავა


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close