News დაიჯესტი

“პირები, რომლებიც ბინა აქირავებენ, 5%-ის ნაცვლად, 1%-ს უნდა იხდიდნენ”

პირები, რომლებიც ბინა აქირავებენ, 5%-ის ნაცვლად, 1%-ს უნდა იხდიდნენ – ამის შესახებ, მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი როსტომაშვილმა რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

მისივე თქმით, პირებს ვინც ბინას აქირავებს, უჭირს არსებული 5%-იანი გადასახადის გადახდა, შესაბამისად, ძალიან მცირე რაოდენობა იხდის ამ თანხას, რის გამოც ბინის ყველა გამქირავებელი პოტენციური დამნაშავეა.

„ეს საერთოდ აღურიცხავი ბიზნესია საქართველოში. შეიძლება ითქვას, უდიდესი წილი მოქალაქეების არსებულ 5%-იან გადასახადს არ იხდის და არც ამ საკითხის ადმინისტრირება ხდება. ჩვენი დათვლებით, 25-40 ათასამდე ერთეული ბინა არის თბილისში გაქირავებული. გაქირავების ფასი კი საშუალოდ – 200 დოლარი ანუ 520-530 ლარია. ამ ადამიანებს კი უჭირს არსებული 5%-ის გადახდა. ბინის ყველა გამქირავებელი – 40 ათასი ადამიანი არის პოტენციური დამნაშავე ანუ სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერს, ვისაც ბინა აქვს გაქირავებული, ქონება დაუყადაღოს. ჩვენ რომ შევამციროთ გადასახადი, ადმინისტრირება გავზარდოთ, ეს ბიზნესი გათეთრდება. მინდა, რომ ეს სფერო იყოს აღრიცხვადი, დათვლადი და შემეძლოს, ვნახო თუ რაზე არის მოთხოვნა,“-აღნიშნა როსტომაშვილმა.

 2019 წლის იანვრის მონაცემებით, ფიზიკური პირის მიერ ქონების იჯარით გაცემის შედეგად მიღებული შემოსავლებიდან ბიუჯეტში შესული გადასახადი 51,279.90 ლარს შეადგენდა.

Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close