News დაიჯესტი
გავლენიანი ევროპული გამოცემა ,,europianinterest” ბათუმში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობას ვრცელ სტატიას უძღვნის
- ნახვები582
- ლაიქები0
გავლენიანი ევროპული გამოცემა ,,europianinterest”, ბათუმში კარბამიდის ტერმინალის მშენებლობას, თეოდოროს ბენაკის ავტორობით ვრცელ სტატიას უძღვნის და მის მნიშვნელობას რეგიონალურ ჭრილში მიმოიხილავს.
სტატიის ავტორი ტემინალის მშენებლობას პროექტად მოიხსნიებს.
“საქართველო ცენტრალურ აზიაშის თავმოყრილი მინერალებისთვის ევროპული კარიბჭე გახდება. ახალი ანგლო-ამერიკული ინვესტიციების (ე.წ. “ინვესტიცია ნულიდან”) წყალობით საქართველო მსოფლიოში ცენტრალური აზიის რესურსების გამტარი არხი გახდება.14 იანვარს ამერიკულმა კომპანია Trammo-მ, რომელიც სასაქონლო ვაჭრობაში სპეციალიზირდება, და ბრიტანულმა ლოჯისტიკურმა კომპანია Wondernet Express-მა გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც საქართველოში, კერძოდ კი ბათუმში მსხვილი ტერმინალის მშენებლობას ითვალისწინებს.
ამ მულტიმოდალური ტერმინალის ფუნქცია ცენტრალური აზიიდან მიღებული მინერალური სასუქების დამუშავება იქნება.
პროექტის პირველი ეტაპი ტრანზიტული ტერმინალებისა და საწყობების აშენებას ითვალისწინებს, რომელიც მინერალური სასუქების გადმოსაზიდად იქნება განკუთვნილი, ეს ძირითადად ეხება გრანულირებულ კარბამიდს, რომელზეც მსოფლიო მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.
ბათუმის ტერმინალი კასპიის ზღვის სანაპიროებზე ბაქოს პორტსა და შემდეგ თურქმენეთს, უზბეკეთსა და ყაზახეთს რკინიგზის საშუალებით დაუკავშირდება. ეს გზა ევროპაში კასპიის ენერგორესურსების გადასაზიდად 1990-იან წლებში იქნა გაყვანილი. ამჯერად, იგივე მარშრუტი მსოფლიოს სხვა კუთხეებში ცენტრალური აზიისა და კასპიის რეგიონის ეკონომიკის მდიდარი რესურსებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ხაზს უზრუნველყოფს.
ათ წელიზე მეტია აზერბაიჯანი ნავთობისა და გაზის გაყიდვისგან მიღებულ შემოსავალს ადგილობრივი საპორტო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად იყენებს. 2018 წელს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში ახალი თანამედროვე პორტი აამუშავა, რომლის მიზანიც ბაქოს “კასპიის დუბაიდ” გადაქცევა იყო.
ეკონომიკის გამრავალფეროვნებით აზერბაიჯანის მიზანია გახდეს ჩინეთიდან და ირანიდან ევროპაში ტრანსევრაზიული ვაჭრობის ლოჯისტიკური ცენტრი. სტრატეგიული ალიანსის შექმნით საქართველოსა და თურქეთთან, ამ სამმა ქვეყანამ მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში ცენტრალური აზიის რესურსებისა და ჩინური საქონლისთვის სამხრეთ კავკასიის გამტარებელი არხი შექმნა.
უკანასკნელი ანგლო-ამერიკული ნოვატორული ინვესტიცია სასარგებლო წიაღისეულში ამართლებს სახელმწიფოს ინვესტირებას ინფრასტრუქტურაში და უზრუნველყოფს დინამიურ პლატფორმას პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის.
Wondernet Express ოპერირებს ევროკავშირის, დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში; ასევე, ჩინეთში, კორეასა და თურქეთში. ის სთავაზობს როგორც ლოჯისტიკურ, ასევე მულტიმოდალურ სატრანსპორტო მომსახურებას. კომპანიამ უკვე ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს თავის პარტნიორებთან – საქართველოს რკინიგზასთან, ბათუმის საზღვაო პორტთან, აზერბაიჯანის რკინიგზასა და ბაქოს საზღვაო პორტთან” – წერს გამოცემა.