News დაიჯესტი

კანადის მთავრობა ემიგრანტებს იწვევს ლეგალურად სამუშაოდ !

კანადის მთავრობამ იმიგრაციის ხუთწლიანი საპილოტე პროგრამაწარადგინა. აღნიშნულიგეგმის თანახმად, ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით, კანადის ჩრდილოეთ დადასავლეთ ნაწილში, ასევე სასოფლო დასახლებებში ემიგრანტებს მიიღებენ.
გეგმა ხელს შეუწყობს და გაამარტივებს მუდმივი ბინადრობის მოწმობის გაცემას ისეთემიგრანტებზე, რომლებიც თავისი საქმის კარგი სპეციალისტები არიან.
კერძოდ, ემიგრანტების მოზიდვა იგეგმება შემდეგ პროვინციებსა და ტერიტორიებზე:
ონტარიო
მანიტობა
სასკაჩევანი
ალბერტა
ბრიტანულიკოლუმბია
იუკონი
ჩრდილო-დასავლეთტერიტორიები
ნუნავატი
ჩამოთვლილ პროვინციებში არსებულ თითოეულ თემში 3000-მდე ემიგრანტის მიღება იგეგმება, ან 100 ემიგრანტის, რომელთაც თავიანთი ოჯახის წევრებიც ახლავთ.
სამუშაო ასაკის ემიგრანტების მოზიდვით, კანადა ცდილობს აღნიშნულ რეგიონებშიეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესოს და სამუშაო ბაზარი გაამრავალფეროვნოს.
ახალი საიმიგრაციო გეგმის ფარგლებში, კანადა მომდევნო 3 წლის განმავლობაში 1 მილიონზე მეტ ემიგრანტს მიიღებს. კერძოდ, 2019 წლიდან 2021 წლამდე, კანადის კარი 1 080 000 ემიგრანტისთვის იქნება ღია.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, კანადაში სამუშაოდ წასვლის მსურველებს, შეუძლიათ შეავსონ სპეციალური ფორმა კანადის სავიზო საიტზე.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close