News დაიჯესტი

“ნათლისღება სვანურად ყოფილა “განცხდაბ”,-კონსტანტინე გამსახურდია

ნათლისღება სვანურად ყოფილა “განცხდაბ”. უღრმესი ზემხედველობითი აზრია აქ ჩადებული: ანუ დღე, როდესაც სამყაროსთვის განცხადდა ძე ღმრთისა, ლოგოსი, “ვისგანაც ყველაფერი იქმნა”, და გაცხადდა სრულყოფილ კაცში, იმავდროულად თავისი ყველა ადამიანური შემადგენელით და შეგრძნებით.

ტაძარში სწორედ ამის გამო წავედი – რომ მადლობა მეთქვა ამ “განცხადების” გამო. რამეთუ მწამს, რომ ისედაც მძიმე და დახლართული ყოფიერება ამ “განცხდაბის” გარეშე იქნებოდა იმდენად გაუსაძლისი, რამდენადაც არ-ყოფის თითქმის ფარდი. ახლა კი ისტორია ისევ მეტაისტორიისკენ წავიდა.

მადლობა იმის გამო, რაც სრული სახით იორდანეზე განცხადდა;

მადლობა, რაც მანამდე მისი უფრო შორი ემანაცია დავით მეფსალმუნის ქალაქში იყო;

უფრო ადრე მოსესთან და ეგვიპტიდან გამოსვლაში;

კიდევ უფრო ადრე – აბრაამის და ღმერთის ურთიერთობაში.

მავანისთვის ეს ყველაფერი, რაც აქ ჩამოვთვალე, არაფერია. ისეთებიც არიან, ვისთვისაც რომ ეს ყველაფერი არა, საქმე ბევრად “უკეთესად” იქნებოდა. მაგრამ ამათზე დღეს აღარ ვისაუბრებ.

ამიტომაც გილოცავთ! 1990 წელს, ზვიადის უზენაესმა საბჭომ მიიღო დადგენილება ამ და რამოდენიმე რელიგიური დღესასწაულის უქმედ გამოცხადების.

კონსტანტინე გამსახურდია (უმცროსი) 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close