News დაიჯესტი

იტალიაში ვეფხვმა 25 წლის ქართველი დაგლიჯა

იტალიის ქალაქ რეჯო-დი-კალაბრია ვეფხვმა ეროვნებით ქართველი, 25 წლის კაცი დაგლიჯა. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, შემთხვევა შობის ღამეს მოხდა. ახალგაზრდა კაცი, რომელიც სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ადგილობრივ ცირკში შეიპარა, გაშიშვლდა და შემდგომ ვეფხვისთვის განკუთვნილ ვოლიერში შევიდა.

მტაცებლის თავდასხმის შედეგად კაცმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. დაშავებული უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, გამოფხიზლებისას ის აგრესიულად იქცეოდა და გარშემომყოფებს შეურაცხყოფას აყენებდა.

გაირკვა, რომ მას ხელის ამპუტაცია დასჭირდა. იტალიური სააგენტოების ცნობით, ოპერაციის შემდეგ მამაკაცი საავადმყოფოდან გაქცევას შეეცადა და რამდენიმე ადამიანს დანით დაზიანებებიც მიაყენა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა.

იხ.ვრცლად 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close