News დაიჯესტი

გერმანია ზრდის ფინანსურ დახმარებას ნატო-საქართველოს პაკეტისთვის

ნატო-საქართველოს ღონისძიებათა არსებითი პაკეტი (SNGP) გერმანიისათვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია იმისათვის, რომ მან საქართველოს მდგრადი დახმარება გაუწიოს ნატოსთან მის შემდგომ დაახლოებაში. ამ მიზინსათვის გერმანიის ელჩმა ნატოში, დოქტორ ჰანს-დიტერ ლუკასმა, ბრიუსელში 2017 წლის 6 დეკემბერს საქართველოში განსახორციელებელი SNGP-პროექტებისთვის 500.000 ევროს ოდენობის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფის თანხმობა გასცა. ჯერ კიდევ 2016 წელს გერმანიამ 500.000 ევრო გამოყო საქართველოს თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლის დაფუძნებისათვის, რომელიც თბილისში მდებარეობს.

ახლად გომყოფილი თანხების ნაწილი კვლავ მოხმარდება თავდაცვის ინსტიუციური განვითარების სკოლის განვითარებას. ასევე აღნიშნული თანხებიდან გამოიყოფა 202.198 ევრო კრწანისში არსებული ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ხელშეწყობისათვის.

ამ დახმარებით გერმანია ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს ღონისძიებათა არსებითი პაკეტის მნიშვნელობას, რომლის დაფინანსებაც დამოკიდებულია ნატოს წევრი პარტნიორი ქვეყნების მიერ გამოყოფილ ნებაყოფლობით გრანტებზე, რადგან მას ნატოში არ გააჩნია საკუთარი ბიუჯეტი. გერმანია მომავალშიც აქტიურად დაეხმარება საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე როგორც პერსონალით, ასევე ფინანსურად.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close