News დაიჯესტი
საქართველოში საწვავი გაიაფდა
- ნახვები535
- ლაიქები0
ბოლო დღეებში საწვავი საშუალოდ 5-7 თეთრით გაიაფდა. ბენზინისა და დიზელის ღირებულება ნავთობპროდუქტების თითქმის ყველა კომპანიამ შეამცირა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
მაგალითად, „რომპეტროლის“ ქსელში ერთი ლიტრი ევრო რეგულარის ფასი 2.56 ლარი იყო, დღეს კი 2.49 ლარია. „ვისოლის“ ქსელში ევრო რეგულარის ფასი 2.54-დან 2.49-მდე შემცირდა. „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებში კი, ევრო რეგულარის ღირებულებამ 2.36-დან 2.29 ლარამდე დაიკლო.
საწვავის გაიაფება საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაიაფებას უკავშირდება.