POSTS დაიჯესტი
” მელიას ვინმემ გადაცეს, მანდატურებთან დაეცა..ახლოვდება ფინალი”,-ირმა ინაშვილი
- ნახვები640
- ლაიქები0
ირმა ინაშვილი, სოციალურ ქსელში ნიკა მელიას მიმართავს, მედია პორტალი ” ჯეო დაიჯესტი ” მას უცვლელად გთავაზობთ : “დიახ, ჩემი საათია, რომელიც მაგიდაზე მუშტის დარტყმის გამო კი არა, მანდატურებთან ურთიერთობისას იატაკზე დაეცა. მელიას ვინმემ გადაცეს, რომ ეს ერთობ სიმბოლური ფაქტია. ჩემი საათი ამბობს, რომ ნაცმოძრაობისთვის წამზომი ჩართულია!!! ფინალი ახლოვდება! საათს, რომელსაც საკუთარ ხელისგულზე ასე სათუთად გადაუღო ფოტო, ამჯერად მხოლოდ ეს დატვირთვა აქვს. ისე, ადამიანი მსგავსი ფოტოს გადაღებას და მერე გაზიარებას რომ გადაწყვეტს, ჩემში უკვე უფრო სიბრალულს იწვევს, ვიდრე გაბრაზებას და რაიმე სხვა, ნეგატიურ რეაციას. ცოდოა”-წერს ინაშვილი