News დაიჯესტი

ივანიშვილი: ,,რასაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებ”

არჩევნების მეორე ტურის ეგზიტპოლის შედეგებს აღნიშნავენ ,,ქართულ ოცნებაში”. შტაბთან შეკრებილები არიან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერები.

პარტიის ლიდერებმა ეგზიტპოლის შედეგები შეაფასეს.
პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა განცხადება შტაბში გააკეთა და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც პარტიის ლიდერმა აღნიშნა, მოსახლეობამ სწორად გაიგო ის გზავნილები, რაც მმართველ გუნდს ჰქონდა.
„ძალიან კარგი შეფასებების გაკეთება შეიძლება და ყველაზე მთავარი რომ ამომრჩეველმა, ჩვენმა საზოგადოებამ გააცნობიერა საკუთარი ძალა, კარგად გაიგო, რომ მის ხელშია ბერკეტები და რეაქცია გააკეთა აბსოლუტურად ადეკვატური როგორც პირველ ტურში, ასევე მეორე ტურში.
მეც აქ მინდა გავიგივდე და საზოგადოების ნაწილად წარმოვაჩინო ჩემი თავი და მინდა ვთქვა, რომ მეც ვიგრძენი ის, რაც იგრძნო საზოგადოებამ და მიუხედავად ჩემი განცხადებისა, რომ მეორედ მომიწია პოლიტიკაში შემობრუნება, გრძნობადობა რაც აჩვენა საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, ზოგადად, ვინც ანალიზს აკეთებს და ვინც პოლიტიკურ პროცესებში ერევა დამეთანხმებიან, რომ ქართულმა საზოგადოებამ აჩვენა ძალიან კარგი სიმწიფე.
მოკლე პერიოდი, რაც ჩვენ თავისუფალ არჩევნებს ვატარებთ და უახლოეს ისტორიაში, რაც ჩვენ გამოცდილება დავაგროვეთ, ეს არ არის ბევრი წლებით თუ გადავთარგმნით, ის რაც საზოგადოებამ აჩვენა, ეს არის ძალიან კარგი შეგრძნება და ძალიან კარგი გაგება სიტუაციის და ძალიან კარგი რეაქცია, რაც არის აბსოლუტურად მისასალმებელი.
გუნდმაც გააკეთა რეაქცია, პირველ ეტაპზე, რაც მოახერხა მოკლე დროში, ესეც მისასალმებელია. მეც გავაკეთე რეაქცია და ალბათ, საზოგადოება ამაზეც გააკეთებს თავის რეაქციას. მეც გავაკეთე დასკვნები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უფრო ადრე დავიწყე მე დასკვნების გაკეთება.
მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ასეთი გრძნობადობისთვის, ასეთი შეგრძნებისთვის, ასეთი რეაქციისთვის. დანარჩენი ალბათ ჩემზეა, რაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებთ, მაქსიმუმს შევეცდები და გაჩვენებთ, რომ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც იქნება თქვენს სამსახურში. მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენ გავამართლოთ ის, რაც დღეს მივიღეთ.
დიდი მადლობა კიდევ ჩვენს საზოგადოებას და მადლობა გუნდს, რომელმაც თავდადებით იმუშავა. ჩვენ ასეთივე თავდადებით შევეცდებით, გუნდთან ერთად, აუცილებლად ჩვენ ჩვენს ქვეყანას წარმატების გზისკენ წავიყვანთ და ჩვენ უახლოეს რამდენიმე წელიწადში ჩავეწერებით ყველაზე განვითარებული ქვეყნების ოჯახში- ჩვენს ევროპაში”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
Edison Research-ისა და Gallup-ის ეგზიტპოლებით არჩევნებში სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს
საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები გახდა ცნობილი.
Gallup International-ის 18:00 საათის მონაცემებით, რომელსაც კვლევა ტელეკომპანია „იმედმა“ დაუკვეთა,საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. (სალომე ზურაბიშვილი 58%, გრიგოლ ვაშაძე – 42%).
ასევე სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს Edison Research-ის 17:00 საათის მონაცემებით, რომელსაც კვლევა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა დაუკვეთა. (გრიგოლ ვაშაძე – 45% , სალომე ზურაბიშვილი – 55%).

იხ.ვრცლად 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close