News დაიჯესტი
ვარკეთილის მეტროსთან ორ მოქალაქეს თავს დაესხნენ

- ნახვები648
- ლაიქები0
ვარკეთილის მეტროსთან ფსიქიკურად არამდგრადი პირი ორ მოქალაქეს თავს დაესხა და ერთ-ერთ მათგანს ქვა ჩაარტყა, ხოლო მეორეს გაურკვეველი ნივთი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში “ჯეო დაიჯესტთან” საუბრისას აღნიშნული ფაქტი დადასტურეს და განაცხადეს, რომ გამოძიება სსსკ-ის 120-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მათივე თქმით პირი უკვე დაკავებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.