News დაიჯესტიბექას ბლოგი

ჰარიდან გრინდელვალდამდე

ძალიან კარგად მახსოვს ჩემი ემოციები როდესაც ჯოანა როულინგის მსოფლიო ბესთსელერის პირველი წიგნი ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა წავიკითხე! საოცრება იყო! მე იმ ჯადოსნურ სამყაროში შევაბიჯე რომელიც შვიდ წიგნად და რვა ფილმად მოგვევლინა…

ამის შემდეგ ჯადოსნური სამყაროც დამთავრდა და წესით და რიგიდ უნდა „გავზრდილიყავი“ რადგან უკვე 18-19 წლის ვიყავი, მაგრამ ასე არ მოხდა! მინდოდა საოცარი სამყარო ისევ ჩემ გვერდით ყოფილიყო! სწორედ ამ დროს ჯოანამ დაიწყო ერთგვარი დამატებითი სერიის გამოშვება, ესენი იყო „მგოსანი ბიდლის ზღაპრები“ და „ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია“…

ამ წიგნებმა აღფრთოვანება ნამდვილად გამოიწვია ჩემში თუმცაღა რაღაც სიმშრალის გრძნობა დამიტოვა. პირველი ჯადოქარი ბავშვებისთვის შექმნილი ზღაპრების წიგნია, ხოლო მეორე ჯადოქრების სპორტს ქვიდიჩს ეხება.

ეს არ იყო ის რაც მინდოდა, გარდა ამისა ძალიან დიდი სურვილი მქონდა რომ ახალი ფილმი მეხილა! გადის კიდევ ცოტა დრო და როულინგი „ჰარი პოტერს და დაწყევლილ ბავშვს“ უშვებს… ნაწარმოები პიესის სახით იყო გამოცემული, რომელიც დაიდგა კიდევაც თეატრში და ანშლაგებითაც დაგვამახსოვრა თავი! თუმცაღა კრიტიკოსებმა როულინგი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს!

ამის ბევრი მიზეზი არსებობდა რასაც აქ ნამდვილად არ დავწერ! ზოგ მათგანს ვეთანხმებოდი ზოგს კი ვუარყოფდი! და აი დადგა ის გადამწყვეტი დღე როდესაც „პოტერმორი“-დან (ჰარი პოტერის სამყაროს ოფიციალური ვებ საიტი) ნოტიფიკაცია მომივიდა! პოსტი იუწყებოდა რომ ჰარი პოტერის ერთ-ერთი სახელმძღვანელოს მიხედვით რომელსაც ის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში „ჰოგვორტსში“ სწავლობდა ფილმების სერიას გადაიღებდნენ! ვერც კი ავღწერ როგორი ბედნიერი ვიყავი!

„ჯადოსნური არსებები და სად ვიპოვოთ ისინი?“ მოგვითხრობს პრეისტორიას რომელიც ჰარი პოტერის ჰოგვორტსში მისვლამდე და მეტიც მის დაბადებამდე მიმდინარეობა! დიდი ოვაციებით წავიკითხე ჩემი საყვარელი მსახიობის სახელი და გვარი ნამუშევრის კასტში!

არ ვიცოდი მეყვირა თუ მეცინა, ერთი რამ ვიცოდი მხოლოდ ჯონი დეპი ნამდვილად კარგად და განსხვავებულად ითამაშებდა ამ ფილმში! დადგა ნანატრი დღე რომელსაც ყველა „პოტერჰედი“ (ჰარი პოტერის ფანები) ელოდა! ფილმი თითქმის დამთავრდა მე კიდევ თვალებგაფართოვებული ვიყურებოდი სად იყო ჯონი? ჯონის პერსონაჟი კი სულ რამდენიმე წამით გამოჩნდა! ღმერთო ჩემო ფილმში მხოლოდ რამდენიმე წამით გამოჩნდა!!! თუმცა მისი გამოჩენით ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ნიუსებს ფილმის დამთავრებისთანავე გადავხედე! ჯონიმ მეორე ნაწილში მონაწილეობაზე ხელი მოაწერა! უხხხხ აი ეს იყო გრძნობების კორიანტელი!

და აი მეგობრებო 15 ნოემბერს ქართველი მაყურებელი უკვე ვიხილავთ ტრილოგიის მეორე ფილმს! „გრინდელვალდის დანაშაული“ სადაც მთავარი გმირი თავისი მეინსტრიმული კადრებით და სცენებით არა რამოდენიმე წამი არამედ მთელი ორი საათით ბოროტი ჯადოქრის გრინდელვალდის როლს მოირგებს!


Tags
Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close