News დაიჯესტი
“7 ნოემბრის აქცია და მისი სასტიკი დარბევა იყო რუსული სპეცსამსახურების შემოცურებული გეგმა”
- ნახვები546
- ლაიქები0
დღევანდელი გადასახედიდან 7 ნოემბრის აქცია და მისი სასტიკი დარბევა იყო რუსული სპეცსამსახურების (SWR და GRU) შემოცურებული და საბედნიეროდ ჩაშლილი გეგმის პირველი ტაქტი, რასაც უნდა მოჰყოლოდა ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების სისხლიანი ესკალაცია და რეპრესიები, თავისი ყველა დამანგრეველი შედეგით. გაუგებარია, რა საჭირო იყო დარბევა: აქცია ისედაც სულს ღაფავდა.
ფარული ჩანაწერები, რომელიც დარბევის დროს გავრცელდა, ასევე ამ გეგმის ნაწილი იყო. მათ უნდა მოყოლოდა დაპატიმრებები და გრანდიოზული სასამართლო პროცესი ჯაშუშობისა და სამშობლოს ღალატის ბრალდებით. პროცესზე განსასჯელთა სკამზე უნდა ვმჯდარიყავით: მე, შალვა ნათელაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, გოგა ხაინდრავა და ცოტნე, ჩემი ძმა. (რომელიც საქართველოში საერთოდ არ ყოფილა) შესაძლოა კიდევ ვინმეც შემოგვმატებოდა. უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რა ძალის დაპირისპირების პროვოცირება მოყვებოდა ამგვარ ქმედებას.
ეს საშიში გეგმა ჩაშალეს:
1. მაშინდელი ხელისუფლების ჯანსაღმა ნაწილმა, რომელიც მაშინვე გამოერკვია (სავარაუდოდ არა ძალოვნებმა, არა ადეიშვილმა, არა მავანმა, ვინც ევროპულ საქართველოშია დღეს)
2. მაშინდელი ოპოზიციის ჯანსაღმა ნაწილმა.
3. საპატრიარქომ და პირადად პატრიარქის შემრიგებლურმა, დიალოგზე ორიენტირებულმა აქტიურმა პოზიციამ.
4. აშშ-ს საელჩომ და პირადად ელჩის, ჯონ ტეფტის დაუღალავმა კულისურმა დიპლომატიამ, რაც ემსახურებოდა პროცესების მთლიანად პოლიტიკურ კალაპოტში დარჩენას.
5. პოლონეთის პრეზიდენტის, აწ განსვენებული ლეხ კაჩინსკის ჩართვამ პროცესებში, რომელიც ხშირად ეკონტაქტებოდა მ. სააკაშვილს და სახელისუფლებო გუნდს. იგი შეგხვდა და გვესაუბრა ჩვენც. მადლობა მის სულს ამისთვის.
კონსტანტინე გამსახურდია (უმცროსი)