News დაიჯესტიბექას ბლოგი

ბექას ბლოგი-ელია ამისულაშვილი: ნატურალი გეი ვარ !

 

ნამდვილად ბევრი ვიფიქრე თუ ვისზე ან რაზე გამეკეთებინა პირველი ბექას ბლოგი… თავში ათასი იდია მიტრიალებდა, ყველა განსხვავებული და თავის მხრივ გამორჩეული იყო მაგრამ ბოლოს მაინც ამ თემაზე და ელიას სიტუაციაზე გავაკეთე არჩევანი თუ რატომ ალბათ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ მიხვდებით! ელია ამისულაშვილი-პირველი ქართული გეი რომანის ავტორი, გაბედული და საკმაოდ კრეატიული ლგბტქი თემის წევრია, რომელიც არ მალავს თავის ორიენტაციას და ხმამაღლა საუბრობს პრობლემებზე რომელიც მისი თქმით თითქმის ყველა თემის წევრს აწუხებს საქართველოში… თემა საკმაოდ მძიმე და საინტერესო აღმოჩნდა!

აი როგორ წარიმართა ჩემი და ელიას დიალოგი:
გამარჯობა ელია.
გამარჯობა ბექა.
 ელია ამისულაშვილი ფსევდონიმია თუ რეალური სახელი და გვარი?
სახელი და გვარიც რეალურია, რადგან ჩემი ნამდვილი სახელისგან არაფრით განსხვავდება ილია და ელია ვფიქრობ ისედაც ერთია. ძალიან მიყვარს ჩემი სახელი და ალბათ ამიტომაც ბავშვობიდან მაქვს ტატუ კისერზე წარწერით Elias.
რამ მიგიყვანა გადაწყვეტილებამდე რომ საქართველოში პირველი გეი რომანის ავტორი გამხდარიყავი?
საზოგადოებაში დაგროვილმა პრობლემებმა.. მართალია ჰომოსექსუალიზმი ჯერჯერობით საქართველოში არ ისჯება, მაგრამ ჰკითხეთ ქართველ გეებს ისინი ამისთვის ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ისჯებიან, როცა თანატოლები ხვდებიან მათგან განსხვავებული ხარ გრიყავენ, გაბულინგებენ და ასეთი შემთხვევებს ქართველი გეები ხშირად თვითმკვლელობამდეც მიჰყავთ. უმცირესობები თვლიან რომ ეს მათი ბედია და ის რომ თანატოლები მუდმივად მათ პიროვნულ თვისებებს აკნინებენ ნორმა ჰგონიათ.
 ასეც რომ არ იყოს სიძულილვილის წინააღმდეგ ვერც ოჯახი, ხშირშემთხვევაში ვერც პოლიცია და მითუმეტეს ეკლესია მათ არ იცავთ. მინდოდა ყოფილიყო ასეთი სივრცე სადაც თუნდაც მომავალი თაობების უმცირესობები იპოვიან საკუთარ ცხოვრებას.
 უამრავი მკითხველი მწერს რომ მე ის დავწერე რაც წლებია შინაგანად ღრნიდათ!
თვითონ ხარ თუ არა ლგბტქი თემის წევრი?
რათქმაუნდა, მე ნატურალი გეი ვარ. ამიტომაც გადავწყვიტე დამეწერა თბილისური რომანი ავტობიოგრაფიული ელემენტებით. წიგნის მთავარ პერსონაჟს ორი ცხოვრება აქვს პირველი ოჯახი და ახლობლები ხოლო მეორე საზოგადოება და პარტნიორები რაშიც ის ფეიქ (ყალბი) ფსევდონიმით ლუკა პირველით გვევლინება, ასე ხდება საქართველოშიც ქართველი გეების უმრავლესობა როდესაც პარტნიორს ეძებს ან მისნაირებთან ურთიერთობს ხშირად ისინი არა მათ ნამდვილ სახელ და გვარს არამედ მეორე გამოგონილი ფსევდონიმით პოზიციონირებენ.
 ოჯახი როგორ შეხვდა ამ სიახლეს?
ძალიან მძიმედ, თუმცა მათი მდგომარეობისაც მესმის. რთულია როდესაც ერთადერთი ვაჟი გყავს და მთელი ცხოვრება შვილიშვილს ელოდები და უცებ ასეთ სიახლეს იგებ. გარდა ამისა ქართული ოჯახისა და ლგბტ ადამიანების შორია უფსკრულის გაჩენის მიზეზი საზოგადოებაა, გარემო არ იღებთ მათ როგორც სრულყოფილ მოქალაქეებს. ჩვენ ხშირად გვესმის ფრაზა წადით საქართველოდან და რაც გინდათ ის აკეთეთ ქართველი ხალხი ”პიდარასტებს” ვერასდროს მიიღებს.
როგორია საქართველოში შექმნილი სიტუაცია ლგბტქი ადამიანების მიმართ?
ლგბტქი ადამიანებს საქართველოში გამომუშავებული აქვთ თვითდაცვის მექანიზმი. მივეჩვიეთ რომ თუ ჩვენს სექსუალურ ორიენტაციას გავასაჯაროვებთ მაშინ აღარც
უნდა გვქონდეს მოლოდინი იმისა რომ ნორმალური ცხოვრების უფლება გვქონდეს.
მუშაობს თუ არა ანტი დისკრიმინაციული კანონი?
ეს ერთადერთი ნაბიჯი იყო, რომელიც ლგბტქი ადამიანების მიმართ სიძულვილს და დანაშაულებებს შეაჩერებდა, თუმცა ძალიან ვწუხვარ რომ ამ კანონს მხოლოდ ქარატინა ფურცლებზე აქვს ძალა და ეს კარგად გამოჩნდა 2018 წლის სექტემბერში გაეროს სპეციალური ექსპერტის ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზის ანგარიშში სადაც მან ლგბტქი ადამიანების ყოფა
საქართველოში ძალიან მძიმედ და ობიექტურად შეაფასა.
რას ურჩევ საქართველოში მყოფ თემის წევრებს?
სიძლიერეს და კონფიდენციალურობას რადგან საქართველოში იყო გეი ნიშნავს რომ უარი თქვა ოჯახთან ერთად ცხოვრებაზე, მეგობრებზე და კარიერულ წინსვლაზეც კი.
 ქართველი მენეჯერი ხშირად ჰომოფობიურად აზროვნებს რადგან ის არასოდეს მიანიჭებს უპირატესობას ისეთ კადრს რომელიც ქვეყნის 99% სძულს.
როგორია შენი მომავალი გეგმები?
ძალიან მიჭირს ამ გადმოსახედიდან გავიაზრო როგორი იქნება ჩემი ცხოვრება 5-10 ან თუნდაც 2 წლის მერე, რადგან როგორც ვხედავთ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია კვლავ ჩიხშია რთულია მოსახლეობას უმცირესობების უფლებებზე ესაუბრო როდეააც ქვეყანაში ნომერ პირველი პრობლემა კვლავ უმუშევრობა, ნეპოტიზმი, ელიტური კორუფცია და ჯანდაცვაა.
ვიხილავთ თუ არა ლუკას ისტორიის გაგრძელებას?
აუცილებლად, რადგან ეს არის თემა რომელიც საქართველოში აქტუალურ პრობლემად კიდევ 10-20 წელი იქმება. ახალი თაობები მოდიან თუმცა ამხრივ უმცირესობების მიმართ აგრესია და დისკრიმინაცია არ იცვლება. ეკლესია კვლავაც ვერ მიხვდა რომ ჰომოსექსუალები არა ცოდვილები და ავადმყოფობები, არამედ ღმერთის შექმნილი ადამიანები ვართ და ჩვენა გვაქვს უფლება ვიცხოვროთ მშვიდად, თანასწორუფლებიან გარემოში.
რას ნიშნავს შენთვის 17 მაისი?
17 მაისს დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებით სიმბოლურია რომ მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი რადიკალურად ჰომოფობიურად განწყობილ ადამიანებთან ერთად ჯვრებითა და ხატებით დიდ ქალაქებში გადაადგილდებიან და არ აძლევენ სექსუალურ უმცირეაობებს ამ დღეს მათი არსებობის შესახებ ხმამაღლა თქვან, ამავდროულად სამთავრობო სტრუქტურებს მოსთხოვონ, აღმოფხვრან კონკრეტული პრობლემები დ ხაზი გაუსვან იმას, რომ მათ ამ ქვეყანაში მშვიდად ცხოვრების გარანტია არ აქვთ. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ საქართველოს მართმადიდებელმა ეკლესიამ საგანგებოდ ჰომოფობიასთან
ბრძოლის დღისთვის სპეციალურად შექმნა და დაამთხვია ოჯახის სიწმინდისადმი მიძღვნილი დღესასწაული და ამას ის ფაქტიც ადასტურებს რომ ეს დღე ეკლესიის კალენდარზე 2014 წლიდან გაჩნდა მას შემდეგ რაც სექსუალურმა უმცირესობებმა პირველად გადაწყვიტეს 17 მაისს მათი არსებობის შესახებ ხმამაღლა ეთქვათ თუმცა ეს დღე საკმაოდ ხმაურიანი აღმოჩნდა და როგორც ჰომოფობიის გამოხატვის თვალსაჩინო მაგალითი მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.
ოდესმე თუ ყოფილხარ ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი მხოლოდ იმიტომ რომ გეი ხარ?
რათქმაუნდა, ფიზიკური ძალადობა, მუქარა და შეურაწყოფა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ამ პრობლემებს საკმაოდ პატარა ასაკში ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში გადავაწყდი. ქართული ეკლესია და ოჯახი ბავშვს პატარაობიდანვე უნერგავს როგორი უნდა იყოს მამაკაცი, შესაბამისად თუ ოდნავ განსხვავებულად ივარცხნი თმას, იცვამ, აზროვნებ ან საუბრობ მაშინვე ბულინგის მსხვერპლი ხდები. თუმცა ჩვენთვის ქართველი გეებისთვის ყველაზე მტკივნეული მაინც საზოგადოების მხრიდან მიუღებლობა და გარიყვაა. რაღაც ასაკის შემდეგ აცნობიერებ რომ შენ ასეთი დაიბადე და ის რომ გეი მამაკაცი ხარ შენი ბრალი არ ყოფილა როდესაც თავის დაცვას იწყებ აცნობიერებ რომ მარტო რჩები. ფიზიკური შეურაწყოფა და დატერორება ყველა ქართველი გეის ცხოვრებაა თუმცა უფრო კარგად რომ გაიაზროთ გავიხსენებ ფაქტს რომელიც დღემდე კომპლექსად მომყვება და საზოგადოებას ვერ ვპატიობ. აი წარმოიდგინეთ გარეთ თოვს, კარგი ამინდია და ყველა შენი თანატოლი ერთად იკრიბებიან და თამაშობენ სიხარულისგან ბოლო ხმაზე ყვირიან და გუნდაობენ შენ კი ამ სურათს შენი საძინებლის ფანჯრიდან ადევნებ თვალყურს, ბევრჯერ დამისვამს საკუთარი თავისთვის კითხვა რატომ არ შემიძლია მათთან ჩავიდე და ჩემს თანატოლებთან ერთად გავერთო მე ხომ სრულიად ჯანმრთელი ვარ ფეხიც მაქვს და ხელიც და გუნდაობაც შემიძლია. ეს ყველაზე დიდი სისასტიკეა რაც შეიძლება ბავშვს უსურვო.
თვლი რომ საქართველო ვერასდროს დაძლევს ჰომოფობიას?
 თუ საზოგადოებამ, ვგულისხმობ ეკლასიას, სკოლას, მთავრობას, ჯანდაცვაში მომუშავე ადამიამება და ყველამ ერთად არ გაიაზრა რომ სექსუალური უმცირესობები არა ავადმყოფობა და ღვთისგან დაწყევლილი არსებები! არამდედ ჩვეულებრივი მოკვდავები არიან, რომ ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა შვილი გეყოლოს და აღმოაჩინო რომ ისიც მათთნაირია და რას გავლა მოგიწევს შენ როგორც მშობელს მასთან ერთად სხვანაირად ჰომოფობია ვერ დაიძლევა. მეორე საკითხია ის რომ ადამიანებს საქართველოში სიღარიბეში უწევთ ცხოვრება, გარშემო უამრავი პრობლემაა კორუფცია, ნეპოტიზმი, უმუშევრობა, მაღალი გადასახადები. არიციან სად წაიღონ და რაზე დახარჯონ დაგროვილი ბრაზი და თამამად შეიძლება ითქვას რომ მთელი ეს უარყოფითი ენერგია ლგბტ ადამიანების დამცირებასა და მათი ჩაგვრისკენაა მიმართული. ვფიქრობ როგორც მე ვსაუბრობ ჩემი ორიენტაციის შესახებ ხმამაღლა და ამ თემაზე წიგნიც დავწერე საჭიროა თვითონ სექსუალური უმცირესობის ყველა წარმომადგენელმა საჯარო აღიარება გააკეთონ თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად და წვლილი შეიტანონ საზოგადოების განვითარებაში.
და ბოლოს ყველაზე მეტად რა ჭირდება ლგბტქი თემს?
მესმის რომ ლგბტ თემს დღეს განსაკუთრებულად უჭირს საზოგადოებაში ინტეგრაცია, მაგრამ მივმართავ გამონაკლისებს ადამიანებს რომლებმაც მოახერხეს და წარმატებას მიაღწიეს თავიანთ პროფესიაში ან თუნდაც გავლენიანი ნაცნობების დამსახურებით მნიშვნელოვან თანამდებობებზე მოხვდნენ გამოდით კომფორტის ზონიდან. გთხოვთ ნუ დაგავიწყდებათ რა გზა გაიარეთ სანამ აქამდე მიხვიდოდით და მომავალი თაობებისთვის იზრუნეთ, ისაუბრეთ ღიად ამ პრობლემებზე, შეცვალეთ გააუმჯობესეთ თემის ცხოვრება დამერწმუნეთ სიკეთე არ იკარგება და ის ბუმერანგივით უკან დაგიბრუბრუნდებათ.
სულ ეს იყო! მადლობა ინტერვიუსთვის!
 მადლობა თქვენ. ნახვამდის.

Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close