News დაიჯესტი

დაიკარგა ბავშვი, დღეს 9-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან…

სოციალურ ქსელში გავრცელდა პოსტი, თბილისის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეს,  12 წლის ელენე გ.-ს ეძებენ. ვაქვეყნებთ პოსტს და თუ ვინმემ იცის რამე ამ გოგონაზე, დარეკეთ მითითებულ ნომერზე:

“დაიკარგა ბავშვი, დღეს 9-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან, თუ ვინმემ შეამჩნიოთ გთხოვთ დამიკავშირდეთ 577337616. გთხოვთ გაავრცელოთ!!!”

როგორც mshoblebi.ge-სთან საუბარში დაკარგული ბავშვის მეზობელი აღნიშნავს, გოგონა დილიდან გავიდა  სახლიდან და სკოლაში არ მისულა, ამის შესახებ კი შუა დღეს შეიტყვეს. გოგონა მეშვიდეკლასელია და ბიჭურად აქვს თმა შეჭრილი.

შსს-მ დაადასტურა გოგონას დაკარგვის ამბავი და აქტიურად ჩართულია ძებნის პროცესში.

წყარო 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close