News დაიჯესტი

9 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს კახიშვილის დროს უარი უთხრეს და ის პრეზიდენტმა შეიწყალა

სააგნეტო აიპრესის ინფორმაციით, თავის დროზე, მკვლელობაში ბრალდებულს, ი.ნ.-ს  კახი კახიშვილის დროს, უარი უთხრეს ვადამდელ გათავისუფლებაზე და შემდეგ ის პრეზიდენტმა შეიწყალა.

შსს-ს ოფიციალური განცხადებით, “შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ნ., დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, გორში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

თაკო გამრეკელაშვილის მამინაცვალის შეწყალებაც ასევე პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ მოხდა დაახლოებით თებერვლაში.

 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close