POSTS დაიჯესტი
“ყოველ მოქალაქეს აქვს განცდა- მას უსმენენ, აკვირდებიან, იწერენ”-ირმა ინაშვილი
- ნახვები626
- ლაიქები0
საზოგადოება ბოლო ერთი თვეა ისე იღვიძებს და იძინებს, რომ ყოველ მოქალაქეს აქვს განცდა- მას უსმენენ, აკვირდებიან, იწერენ და საეთეროდ ამზადებენ. მარტო პოლიტიკოსებს და სახელმწიფო მოხელეებს- არა! ექიმებს, პედაგოგებს, მზარეულებს, ტაქსის მძღოლებს, მშენებლებს და მევენახეებსაც კი დაუცველობის გრძნობა აქვთ.
ყველა ფიქრობს, დღეს ვის ესაუბრა, რა თემაზე ესაუბრა, გვერდით ვინ იდგა ან ვინ იჯდა, სად იყო დამაგრებული ვიდეოთვალი, რამე ხომ არ წამოცდა, უხერხულად ხომ არ იხუმრა და ა.შ. კაცს არც პოლიტიკური სტატუსი აქვს, არც თმენის ვალდებულება და შეშინებულია, – რამეს ხომ არ გამოუგდებენ. დეპუტატის საუბარს იწერენ ციხეში და მე რას მიზამენო,- ეს ფრაზა იმდენჯერ მოვისმინე ბოლო დღეებში, დაზეპირებული მაქვს. ვეუბნები,- რასაც საჯაროდ ლაპარაკობთ, პირადი შეხვედრებისას იგივე გაიმეორეთ, ერთადერთი გამოსავალი საჯაროობაშია, მაგრამ მპასუხობენ: რომ დაამონტაჟონ ჩემი სიტყვები და სულ სხვა შინაარსის საუბარი გამივრცელონ, მერე რომელი ხიდიდან გადავხტეო?! ყველას ვერ აუხსნი, რომ მონტაჟსაც გარკვეული შესაძლებლობები და სტანდარტი აქვს. ჩანაწერების თემამ გონივრულ დოზას აშკარად გადააჭარბა. ახლა ინტერესზე მეტად, პირადი საუბრის ჩანაწერებზე ( თუნდაც, დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს)
საზოგადოების დიდ ნაწილს აქვს ერთი რეაქცია- გამოსაძიებელია? გამოიძიონ! დასაჭერია? დაიჭირონ! ჩანაწერებია? წარუდგინონ საგამოძიებო ორგანოებს, ბოლოს და ბოლოს- ელჩებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენ აღარ გვინდა ამისი მოსმენა.
ირმა ინაშვილი
პოლიტიკოსი, ჟურნალისტი