News დაიჯესტი

“ჩემი გაუპატიურიების მცდელობის ფაქტი არ დავმალე და გავასაჯაროვე”,-თინა თაყაძე

ბევრი არა თუმცა, არც ისე ცოტა შეტყობინება მომდის სადაც მირჩევენ და მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო რომ, ჩემი გაუპატიურიების მცდელობის ფაქტი არ დავმალე და გავასაჯაროვე.
,,სირცხვილია, თავი მოგეჭრა”…

,,რისთვის იტეხ სახელს”…

,,რა გასასაჯაროვებელი ეგ იყო, დაიღუპე მომავალი”…

,,ხომ არაფერი მომხდარა, რა გალაპარაკებს სირცხვილია”…

და ასე შემდეგ.

მათთვის ვწერ ამ პოსტს რომ ცალ ცალკე არ ავუხსნა.

არასოდეს! არასოდეს დავაფარებ ხელს დამნაშავეს, მოძალადეს… რას იფიქრებენ ადამიანები – ამის შიშით, არც შეურაცხყოფას ავიტან და მათ შორის, არც ძალადობას და მცდელობას.

ალბათ, არიან ადამიანები, რომლებმაც ეს ან უარესი გადაიტანეს და ხმას არ იღებენ. ხმას მხოლოდ იმის გამო არ იღებენ, რომ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი, ეშინიათ თუ რას იტყვიან თქვენი მსგავსი ადამიანები მათზე. ზოგიერთ შემთხვევაში კი ჩვეულებრივ ქმედებას მიაჩნიათ.

რამდენიმე ადამიანმა ისიც კი მომწერა ალბათ სექსუალურად გეცვა და გამოიწვიეო.

დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანს, ჩემი ერთი ფოტოსურათიც არ აქვს ნანახი.

და კიდევ, გამომწვევადაც რომ გეცვათ, და ჩემგან განსხვავებით ლამაზი და სექსუალურიც რომ იყოთ, არავის არ აქვს უფლება მოგწამლოთ ან სხვა ხერხით მოახდინის თქვენთან ფიზიკური კონტაქტი.

მე, სადაც არ უნდა ვიყო, რომელ ქვეყანაშიც და ვინც არ უნდა იყოს მოძალადე, არასოდეს, არასოდეს გავჩუმდები. პასუხს მოვთხოვ და არ შემრცხვება რას იტყვიან სხვები. კი არ შემრცხვება, არც კი ვიფიქრებ ამაზე. სხეული ჩემია და მასზე უნებართვოდ შეხების უფლება არავის არა აქვს. მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია ვინ და რომელი სქესის წარმომადგენელი შემეხება..

ხო და ახლა თუ კითხულობთ ის ადამიანები ვინც წარსულში ან ახლა გაჩუმებენ – არ მოვუსმინოთ! არ დაემორჩილოთ! არ შეგეშინდეთ! სიცოცხლე და თავისუფლება ყველაზე დიდი საჩუქარია რაც გაგვაჩნია – არავის მისცეთ უფლება წაგართვათ ის. იყავით მაგალითი დანარჩენი ქალებისთვის და იმ მოძალადეებისთვისაც. მათ უნდა იცოდნენ რომ უბრალოდ, არ შერჩებათ!

თინა თაყაძე – “თურქეთში მამაკაცმა ჩემს ჩაიში წამალი ჩაყარა, რომლის დალევის შემდეგაც, ჩემთან ფიზიკურ კონტაქტს მოახერხებდა… პოლიცია ჯარიმით მემუქრება”

თინა თაყაძე 

ფეისბუქ-სტატუსი


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close