News დაიჯესტი
წყალტუბოს ბაღებში ინტოქსიკაციის მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა – საავადმყოფოში კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს

- ნახვები880
- ლაიქები0
წყალტუბოს ბაღიბიდან ქუთაისის კლინიკაში ინტოქსიკაციის გამო, კიდევ 6 ბავშვი გადაიყვანეს.
როგორც “მედიქალ სითის” ექიმი ნუგზარ მაღლაკელიძე აცხადებს, ბავშვების მდგომარეობა სტაბილურია. მისივე თქმით, ბავშვების მასობრივი ინტოქსიკაციის მიზეზი შესაძლოა, როგორც საკვები, ასევე რძის პროდუქტი გამხდარიყო.
მომხდარის მიზეზს სურსათის ეროვნული სააგენტო იკვლევს. დასკვნის მიღებამდე ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ჰოსპიტალ Medicalcity-ში 26 ბავშვი შეიყვანეს.