News დაიჯესტი
სამი არასრულწლოვანი დაშავდა, შენობის ჩამონგრევის შედეგად

- ნახვები472
- ლაიქები0
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, , გარდაბნის გზატკეცილზე, 101 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ..ორი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია,ხოლო მესამე არასრულწლოვანი კი ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.