POSTS დაიჯესტი
“რადიო თავისუფლების” თბილისური რედაქცია ავრცლებს სავსებით მოღალატეობრივ მასალას”,-ნიკა მაჭუტაძე

- ნახვები608
- ლაიქები0
ძვირფასო მეგობრებო, აგვისტოს ომიდან ათი წლის თავზე, ზუსტად ამ თარიღზე “რადიო თავისუფლების” თბილისური რედაქცია ავრცლებს სავსებით მოღალატეობრივ მასალას, სადაც მოყვანილია ვიღაცის სრულიად დეზინფორმაციული ინტერვიუ.
ტექსტში ქართული სამხედრო ძალები დადანაშაულებულია სადიზმში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულსა და აგრესორობაში.
რუსული ჯარი კი ჩაგრულთა ერთადერთ ნუგეშად, იმედად და შველად.
ეს არის ღალატი! ეს არის საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში რუსეთის მოკავშირეობა.
ეს მასალა არის ბრძოლა საკუთარი ქვეყნის, სამართლის და საერთაშორისო დემოკრატიული საზოგადოების წინააღმდეგ.
წაიკითხეთ, გაბრაზდით და დარჩით გაბრაზებულად.
ამ რედაქციას კი, ნამდვილად მოუწევს ძალიან მწვავე და საშინელ პრეტენზიებზე პასუხისგება.
ნიკა მაჭუტაძე, ისტორიკოსი-პოლიტიკოსი