POSTS დაიჯესტი
“როცა სალომე ზურაბიშვილი, მოხსნეს ერთი მეგობარი ქვეყნის ელჩმა მითხრა:ჩვენ ისეთი ბედნიერები ვართ, რომ ..”, თორნიკე შარაშენიძე

- ნახვები630
- ლაიქები0
მე უნდა ვაღიარო რომ სალომე ზურაბიშვილმა თითქმის შეძლო შეუძლებელი – ლამის დაანგრია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
საგარეო 2003 და 2012 წლებშიც კი გადაურჩა წმენდასა და რეპრესიებს. მაგრამ სალომემ…
მის რეპრესიებს შეეწირა ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი დიპლომატი გიგა ბურდული. ბოლოს ბატონ გიგას სულ ერთი სამსახური ჰქონდა – გიპაში, ჩემთან კითხულობდა ლექციებს. მაგრამ ცხადია აქტიურ დიპლომატიაში დაბრუნებაზე ოცნებობდა, რაც არ ეღირსა – ჯავრისგან გული გაუსკდა.
არ დამავიწყდება როცა სალომე მოხსნეს ერთი მეგობარი ქვეყნის ელჩმა მითხრა: we were so happy, we were embracing each other.( ჩვენ იმდენად ბედნიერები ვართ, რომ ერთმანეთს ვეხვევით).
თორნიკე შარაშენიძე