News დაიჯესტი
სოფელ ატოცში სახლში სამი გველი შევიდა
- ნახვები569
- ლაიქები0
სოფელ ატოცში ადგილობრივი მკვიდრის ნათელა დიდებულიძის განცხადებით, სახლში სამი გველი შევიდა.
სოფელ ატოცი— სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში.
როგორც მედია პორტალ “ჯეო დაიჯესტს” ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, ასეთ დროს, მოსახლეობას შეუძლია მიმართოს ცხელ ხაზზს ( 032-2-42-14-24) და ჯგუფი გამოიძახოს. თუმცა მათივე განცხადებით ისინი მხოლოდ თბილისს ემსახურებიან.
ხოლო რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას კი ქვეწარმავლების აღმოჩენის შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი „112“ -ს .
საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი „112“-ი კი მედია პორტალ “ჯეო დაიჯესტს”-თან საუბარაში აცხდებს, რომ ზოგიერთ რეგიონში არსებობს ცხოველთა მონიტორინგის სამსახური და მათთან დაკავშირების შემთხვევაში აწვდიან საკონტაქტო ნომრებს. ხოლო თუკი რეგიონში ასეთი ნომერი არ არსებობს, მაშინ მოსახლეობამ ადგილობრივ გამგეობას უნდა მიმართოს.