News დაიჯესტი

„დააკვირდით,ჩემპიონატმა კვების რეჟიმი არ დაგირღვიოთ, -რა უნდა გავითვალისწინოთ ჩემპიონატის ყურებისას“,-ნინო ჭელიძე

ეს ნამვილად არ ნიშნავს იმას, რომ უნდა იკვებოთ არა

ჯანსაღად და ფორმიდან ამოვარდეთ . როდესაც, ჭამის პროცესში ემოციურად ხართ ჩართული სხვა აქტივობაში , ამ შემთხვევაში ფეხბურთის ყურებაშიდიდი შანსია ვერ განსაზღვროთ პორციები და იმაზე მეტი მიირთვათ ვიდრე გსურთ ან გჭირდებათ. ამიტომ, ჩვენ გასწავლით, როგორ შეინარჩუნოთ ჯანსაღი ცხოვრების წესი, ყოველ საღამოს მეგობრების გარემოცვაში ფეხბურთის ყურებისას. ეს ძალიან მარტივია

 

  1. არჩევანი შეაჩერეთ მომცრო ზომის თეფშზე. შეგრძნება იმისა, რომ თქვენი თეფში სავსეა პორციის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ

 

  1. არჩევანი გააკეთეთ შედარებით ჯანსაღ სანელებლებსა და საწებლებზე. მაგალითად, მიირთვით მდოგვი მაიონეზის მაგივრად. სახლში დამზადებული ტყემალი ამ შემთხვევაში საუკეთესო გამოსავალია

 

 

  1. ნუ შეჭამთ ყველს დიდი რაოდენობით.

 

  1. თუ ბურგერის ჭამა გადაწყვიტეთ, ეცადეთ არ დაამატოთ მაიონეზი, და მიირთვით რაც შეიძლება მეტი ბოსტნეულით
  2. აკონტროლეთ ალკოჰოლის დოზა. ეცადეთ ლუდი და წყალი შეანაცვლოთ ერთმანეთს. თითო მიღებულ ჭიქა ლუდს, ერთი ჭიქა წყალი დააყოლეთ. ასე უფრო ნაკლებ ლუდს მიიღებთ, შესაბამისად არც წონაში მოიმატებთ საგრძნობლად და ალკოჰოლსაც არ გადააჭარბებთ. #ზომიერებაჯანსაღია

 

  1. ჩაანაცვლეთჩიფსებიჯანსაღი წასახემსებლებით, მაგალითად
  • გოგრის მოხალული თესლი
  • ნუში
  • ქეშიუ
  • ბოსტნეულის ჩხირები (კიტრი და სტაფილო) ჰუმუსთან ერთად
  • ხილის ასორტი
  • ბატიბუტი (ნაკლებმარილიანი და ნაკლებცხიმიანი)
  • ჯანსაღი შავი შოკოლადი

 ასე არც წონაში მოიმატებ და ვარჯიშისთვის საჭირო ენერგიასაც მიიღებთ!

 რაც მთავარია, ძირითადი ყურადღება გადაიტანეთ თამაშზე და სიამოვნება

 ფეხბურთის ყურებით მიიღეთ და არა გადაჭარბებული ჭამა/სმით

წარმატებებს გისურვებთ თქვენ და თქვენს გუნდს!

 ნინო ჭელიძე

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close