POSTS დაიჯესტი
აფხაზეთის ომის 19-წლის გმირი, რომელიც ომში ახლობლებს გაეპარა!
- ნახვები505
- ლაიქები0
ცნობილი ჟურნალისტის და ტელეწამყვანის მაკა რაზმაძის, ძმა გიორგი რაზმაძე, ძალიან ახალგაზრდა 19-წლის წავიდა ამქვეყნიდან. ის აფხაზეთის ომში დაიღუპა. გიორგი ისე წავიდა ომში, რომ ახლობლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
“ისევ მოვიდა ჩემთვის უმძიმესი თვე-3ივლისს დაიბადა,6 ივლისს წავიდა…
ძალიან ცოტა ფოტო შემოგვრჩა მისი….სულ 19 წელი იცოცხლა.
წავიდა და მას შემდეგ ყოველ წელს ისევ და ისევ ცხრამეტის ხდება <3
მთელი წელი ამ დღეების შიშით ვცხოვრობ და როცა 3-6 ივლისი მოდის,ვერაფერს ვცვლი,ვერაფერს ვამბობ ისე,როგორც მინდა :((
დღეს გიორგი ისევ 19 წლის გახდა.ისევ წავა,ისევ გაიპარება აფხაზეთში და 6 ივლისს ისევ ვეღარ დაბრუნდება…..ისევ მასთანაა და სულ მასთან დარჩება ჩემი გული….
ჩემი პატარა ძმა 1974 წლის 3 ივლისს დაიბადა და 1993 წელს 6 ივლისს აფხაზეთში დაიღუპა 🙁
ამდენი წელი გავიდა და ვერ შევეგუე მაინც….მაინც მგონია,რომ აჯობებდა მე მოვმკვდარიყავი მაშინ.მე მომხვედროდა ის ტყვია-მას რომ მოხვდა…მას შემდეგ არც მიცხოვრია,არ გამოვიდა არაფერი-არც ღირდა….
მხოლოდ ერთის მჯერა,რომ ჩვენი ხმა,ჩვენი სითბო და სიყვარული აღწევს მათ გულებამდე და თითოეული აქ ნათქვამი მოსაგონარი სიტყვა იქ უნათებთ გზას სადაც არიან…..
მიყვარხარ,გიორგი <3 გილოცავ დაბადების დღეს” !…..
მაკა რაზმაძე