News დაიჯესტი

რუსების მიერ დაკავებულ ქართველ მესაზღვრეებს დღეს გაათავისუფლებენ

რუსული მხარის მიერ დაკავებულ ქართველ მესაზღვრეებს დღეს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გადმოცემა უნდა მოხდეს მიმდინარე წლის 29 ივნისს. მესაზღვრეების დაბრუნების შემდეგ, ქართული მხარე ინციდენტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა შესაბამის პროცედურას განახორციელებს,”- წერია განცხადებაში.

ინფორმაცია მესაზღვრეების გაუჩინარების შესახებ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლაგოდეხის საკრებულოს ყოფილმა დეპუტატმა ვახტანგ დევიძემ სოციალურ ქსელში 28 ივნისს გაავრცელა.

27 ივნისს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად გავიდა, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მათთან კომუნიკაცია შეწყდა.

ძებნის შედეგად გაირკვა, რომ ისინი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close