News დაიჯესტი

“განსასჯელის სკამზე მივხვდი, რომ ჩემი საქციელი დავით საგანელიძისადმი იყო ყოვლად გაუაზრებელი და …”,-ლადო სადღობელაშვილი

მეგობრებო მოვითხოვ თქვენს ყურადღებას! მინდა გავაკეთო პატარა განცხადება! წინასიტყვაობისთვის გეტყვით, რომ სიცოცხლე აღსავსეა უსიამოვნო სიურპრიზებით, თუმცა არის მომენტები, როდესაც რაღაც სასიამოვნო და კარგიც ხდება სწორედ მაშინ, როდესაც ამას საერთოდ არ ელოდები, ამასთანავე გეტყვით, რომ ყოველთვის უნდა შეგეძლოთ იპოვოთ ძალა და გამბედაობა საკუთარ თავში, რათა აღიაროთ შეცდომები მოვლენათა შეფასებისას!
– ასეთი მოულოდნელად სასიამოვნო ფაქტის წინაშე დავდექი მაშინ, როდესაც სასამართლოზე შევიტყვე, რომ დავით საგანელიძემ წერილობითი ფორმით მიმართა მოსამართლეს ჩვენი (უსამართლოდ დაკავებული 7 რელიგიური პატიმრის) გათავისუფლების შუამდგომლობით.

სწორედ,იქ განსასჯელის სკამზე მივხვდი, რომ ჩემი საქციელი ამ ადამიანის მიმართ იყო ყოვლად უსამართლო და გაუაზრებელი. ამასთანავე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს,თუ რაოდენ მდიდარი სულის პატრონი და მაღალი ზნეობრივი თვით შეგნების ადამიანი აღმოჩნდა დავით საგანელიძე, რომელმაც მიუხედავათ პირადი წყენისა, მოიქცა როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, დადგა პირად წყენაზე მაღლა და არ გაგვიმეტა ციხისთვის!
– მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა, რომელთანაც თითქოს და კარგი ურთიერთობა გვქონდა ჩვენს გამო თავიც კი არ შეიწუხეს და გულთან ახლოსაც არ მიიტანეს ჩვენი თითოეული ოჯახის წევრის თხოვნა!
– მე არათუ მხოლოდ ბოდიში მინდა მოვუხადო დავით საგანელიძეს და ყველა მის თანამშრომელს მიყენებული უსამართლო შეურაცჰყოფისთვის, არამედ მინდა მადლობა გადავუხადო მას იმ ცხოვრებისეული გაკვეთილისთვის რაც მისგან მივიღე! იმედია მომავალში მეც დამიდგება ისეთი მომენტი, როდესაც შევძლებ დავდგე პირად წყენაზე მაღლა უზენაესი სამართლის გამო!
– მეგობრებო თქვენ კი მოგიწოდებთ, სამომავლოდ გაანალიზოთ და სწორედ შეაფასოთ ის ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება მასმედიის და სოციალური ქსელის საშუალებით ამა თუ იმ ადამიანის მიმართ! ყოველთვის ისე არ არის როგორც თავიდან და ერთი შეხედვით ჩანს!

ლადო სადღობელაშვილი

ფეისბუქ-სტატუსი 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close