კატეგორიის გარეშე

მორიგი დეზინფორმაცია მინდია გორაძე (ლავასოღლი ბათუმსკის) შესახებ

მედია პორტალი „ჯეოდაიჯესტი“ რუსული მედია კერძოდ: http://www.primecrime.ru/ -ზე

დაყრდნობით,  ქურდულ სამყაროში გასული ორი კვირის განმავლობაშიმასშტაბური წმენდის შესახებ იუწყებოდა. ხოლო პორტალის  მიერ კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყაროს მიხედვით,  36 წლის მინდია გორაძისთვის  (ლავასოღლი ბათუმსკისთვის)  ქურდის ტიტული და სტატუსი არ შეუჩერებიათ, როგორც ამას რუსული პრესა იუწყებოდა და როგორც მედია პორტალ „ჯეო დაიჯესტი“ -ის წყარო აცხადებდა საიტზე მსგავსი დეზინფორმაციების გამოქვეყნებას  სხვა ე.წ “”კანონიერი ქურდი”ასლან ქობულაძე უკვეთავდა. 

ამჯერად, იგივე წყაროს ცნობით,  კვლავ გრძელდება მინდია გორაძის ირგვლივ დეზინფორმაციების გავრცელება, უცხოურ პრესაში, კერძოდ:https://kompromat1.net -ზე და როგორც წყარო აცხადებს ეს ინფორმაცია არ შეეფერება სიმართლეს.

საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ოდესაში, უსაფრთხოების ფირმის დირექტორზე თავდასხმის მცდელობა განხორციელდა.  https://kompromat1.net -ის ინფორმაციით თავდასხმის მცდელობას წინ უძღოდა კონფლიქტი  ე.წ “კანონიერ ქურდ” მინდია გორაძესთან, როგორც წყარო აცხადებს, მინდია გორაძის ჩართულობა ამ კონფლიქტში არის არასწორი და არ შეესაბამება სიმართლეს.

 

 

 

 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close