News დაიჯესტი

ტრამპი: აშშ-ში ჩამოსული არალეგალი მიგრანტები უნდა დავაბრუნოთ იქ, საიდანაც ჩამოვიდნენ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია სასამართლო პროცესის გარეშე უნდა მოხდეს.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს მიგრანტებს ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობა.

“ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ამ ადამიანებმა ჩვენი ქვეყანა დაიპყრონ. ჩვენ ისინი იქ უნდა დავაბრუნოთ, საიდანაც ჩამოვიდნენ და ამისთვის მოსამართლეები ან სასამართლოები არ გვჭირდება. ჩვენი სისტემა კარგი საიმიგრაციო პოლიტიკის პაროდიაა. ბევრი ბავშვი აშშ-ში მშობლების გარეშეც ჩამოდის…”, – წერს დონალდ ტრამპი.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close