News დაიჯესტი
ექსკლუზივი:შეუჩერდა თუ არა ე.წ “ქურდის” ტიტული მინდია გორაძე (ლავასოღლი ბათუმსკის),მასშტაბური წმენდა კრიმინალურ სამყაროში!
- ნახვები1196
- ლაიქები0
რუსული მედია კერძოდ: http://www.primecrime.ru/ ქურდულ სამყაროში
გასული ორი კვირისგანმავლობაში, მასშტაბური წმენდის შესახებ იუწყებოდა.
პრაიმქრაიმის ინფომაციით, ქურდის ტიტული სამ კრიმინალურ ავტორიტეტს:
25 წლის რევაზ უბილავას (რეზიკო ჯვარსკი), 36 წლის მინდია გორაძეს
(ლავასოღლი ბათუმსკის) და 38 წლის ლექსო ლოგუას(ლექსო გალსკის)
ჩამოართვეს.
როგორც აღმოჩნდა ქურდის ტიტულის მფლობელებს შორისაც კი განსხვავებაა, რანგის მიხედვით. რაც ხშირად ხდება კრიმინალურ სამყაროში დაპირისპირების მიზეზი.
მედია პორტალ „ჯეო დაიჯესტის“ კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყაროს მიხედვით, 36 წლის მინდია გორაძისთვის (ლავასოღლი ბათუმსკისთვის) ქურდის ტიტული და სტატუსი არ შეუჩერებიათ. პრაიმქრაიმის ინფომაციით კი , 25 წლის რევაზ უბილავას (რეზიკო ჯვარსკის) ტიტული 44 წლის კობა ახვლედიანმა (კობა სუხუმსკი) ჩამოართვა, ხოლო 36 წლის მინდია გორაძისთვის (ლავასოღლი ბათუმსკისთვის),( რომლისთვისაც ჩვენი წყაროს ინფორმაციით ქურდის ტიტული არ შეუჩერებიათ), პრაიმქრაიმზე გამოქვეყნებული ინფორმაციით,მას ეს სტატუსი შეუწყვიტა ასლან ქობულაძემ „ბათუმსკიმ“, თენგო ხოფერიამ და ჯეირან კინწურაშვილმა.
როგორც ანონიმური წყარო ამბობს, თენგო ხოფერიას და ჯეირან კინწურაშვილისა და მინდია გორაძეს (ლავასოღლი ბათუმსკის) შორის წარსულში გარკვეული კონფლიქტის საფუძველზე მოხდა დაპირისპირება. რომლის დროსაც, გორაძემ აღნიშნული ორი პიროვნება სცემა. იმავე წყაროს თქმით, ეს ორი პიროვნება ახლოს ვერ ეკარება ბათუმსკის.
მედია პორტალ „ ჯეო დაიჯესტის“ ანონიმური წყაროს ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია კრიმინალური ავტორიტებისთვის სტატუსების შეჩერების შესახებ, რუსულ პრესაში ასლან ქობულაძემ გამოაქვეყნებინა.
ქობულაძის მიერ კი აღნიშნული ინფორმაციების გავრცელება გამოწვეულია იმით, რომ გორაძე მათ არ თვლის ავტორიტეტად და ეს აღნიშნული კრიმინალური ავტორიტეტები რანგებით ვერ უახლოვდებიან მას.
„ ქობულაძის მიერ პრაიმქრაიმზე მინდია გორაძეზე (ლავასოღლი ბათუმსკი ) გამოქვეყნებული ინფორმაცია რეალურად, მხოლოდ მის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და სიმართლეს არ შეესაბამება, მისთვის „ ქურდის“ სტატუსი არ შეუჩერებიათ. ესენი ასე ვთქვათ მინდიას ავტორიტეტთან ახლოს ვერ მივლენ. ეს არის ჭორი, დეზინფორმაცია, თორემ რეალურად გორაძე უფრო ძლიერდება“ ,-აცხადებს წყარო ჩვენთან საუბარში.
მისივე განმარტებით, ქობულაძე მსგავს ინფორმაციებს რუსულ საიტებს ავრცელებინებს იმიტომ , რომ ისიც მსგავსად გორაძისა, გახლავთ ბათუმელი და არა აქვს ის ავტორიტეტი რაც აქვს მინდიას. წყარო იმასაც ამტკიცებს, რომ საიტზე უშუალოდ ქობულაძე ავრცელებს ინფორმაციებს. მისი განცხადებით, გორაძე თუ არ არის ყველაზე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი , ის მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ავტორიტეტად კრიმინალურ სამყაროში.
თუმცა სულ სხვა საკითხია, რამდენად კანონიერია 21-საუკუნეში მსგავსი ავტორიტეტების არსებობა და რამდენად რეალურია, ვინ ანიჭებს მათ სტატუსებს, ვინ ართმევს და რომელი კანონისა და წესების თანახმად.
რაც შეეხება თავად წარმონაქმნს კანონიერი ქურდი — მასზე ქართულ ვიკიპედიაში ვკითხულობთ შემდეგს: ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ტერმინი. „კანონიერი ქურდები“ — დანაშაულებრივი გაერთიანება, რომელსაც მსოფლიო პრაქტიკაში ანალოგი არ გააჩნია. ტრადიცია ჩამოყალიბდა 1930-იან წლებში და ახასიათებს კრიმინალური კოდექსების მკაცრი პრინციპების არსებობა, ასევე ჩაკეტილობისა და კონსპირაციის გარკვეული დონე. ძირითადად, „კანონიერი ქურდი“ ითვალისწინებს, რომ ამ ტრადიციების მიმდევარი უნდა იცავდეს გარკვეულ ადათ-წესებსა და პრინციპებს.
მოამზადა რუსა გვაზავა