News დაიჯესტი
„თბილისი მშვიდობის ქალაქი“,-კავკასიის რეგიონის ახალგაზრდების ინიციატივა
- ნახვები582
- ლაიქები0
ხუთშაბათს, 21 ივნისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტის“, ბალ რუმში გაიმართება, მუდმივმოქმედი საერთაშორისო პლატფორმის – „ახალი თაობა მშვიდობისათვის“ პრეზენტაცია.
ღონისძიება ორგანიზებულია კავკასიის რეგიონის ახალგაზრდების ინიციატივით და ეფუძნება საქართველოს მთავრობის 2016 წლის, აპრილის იდეას – „თბილისი მშვიდობის ქალაქი“.
ღონისძიებას სტუმრის სტატუსით ესწრებიან ევროპული ახალგაზრდული მოძრაობებისა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
საკონტაქტო პირი: ქეთევან ლომაია 599508355