News დაიჯესტი

სასტიკი მკვლელობა ბათუმში – ქალს, რომელმაც 4 წლის ბავშვი ცემით მოკლა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ბათუმში 4 წლის ბავშვი ცემით მოკლეს. ბავშვი დედის მეგობართან ერთად ნაქირავებ ბინაში, დიასამიძეების ოჯახში ცხოვრობდა. დედამ შვილი 1 თვით მეგობარს დაუტოვა და თვითონ თურქეთში გაემგზავრა.

რატომ იძალადა ფიზიკურად ბავშვზე ქალმა უცნობია, მომხდარს თვითმხილველები არ ჰყავს. სახლის მეპატრონე ამბობს, რომ ბავშვის ცემისა და ტირილის ხმა არ გაუგია.

გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პოლიციაში თვითონ მიასვენა. სამართალდამცველებმა ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ექიმებს ბავშვი გარდაცვლილი დახვდათ.

გარდაცვლილი ბავშვი და ქალი, რომელსაც დედამ შვილი ჩააბარა უზბეკეთიდან საქართველოში დროებით საცხოვრებლად ჩამოვიდნენ.

მკვლელობის ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია, ქალი სამართალდამცავებმა დააკავეს. მას 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებულის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ გაიმართება.

წყარო: “რუსთავი 2”


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close