News დაიჯესტი
რატომ არ აუგო წესი სამღვდელოებამ გომბორზე ავარიის შედეგად გარდაცვლილ ბავშვს?
- ნახვები559
- ლაიქები0
გომბორზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად, რომელმაც მთელი საქართველო შეძრა, 4 ადამინი გარდაიცვალა. მათგან ერთ-ერთი მეექვსე კლასელი ბავშვია. საზოგადოება სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავს საკათხს, თუ რატომ არ აუგო წესი სამღვდელოებამ ამ ბავშვს. ცოტა უხერხულია, როდესაც ამხელა ტრაგედიის შემდეგ საზოგადოება ამაზე მსჯელობს, იმის მაგივრად, რომ გამომწვევ მიზეზებზე, მომავალში რომ არ განმეორდეს, ასეთ საკითხებზე იმსჯელოს. გარდაცვლილი ბავშვი, როგორც აღმოჩნდა, მონათლული არ ყოფილა და შესაბამისად არცერთ რელიგიას არ მიეკუთვნებოდა, მღვდელმა კი მას წესს ვერ აუგო. ამის გამო კი საზოგადოების ნაწილი სამღვდელოებას აკრიტიკებს, ნაწილი კი იცავს ქრისტიანული წესებიდან გამომდინარე.
წყარო:newsonline.ge