News დაიჯესტი

კახა კალაძე 13 ივნისის ტრაგედიაზე: “ასეთ ჭრილობებს დრო ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას”

„სამი წლის წინ ვერეს ხეობაში დატრიალებული უბედურება ყველას გუშინდელივით გვახსოვს. თანამედროვე თბილისში წყალდიდობა რამდენჯერმე მოხდა და ყველა ეს ტრაგედია, წლები, თაობები ახსოვდა ქალაქს…

ასეთ ჭრილობებს დრო ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას. წყალში დაკარგული თითოეული სიცოცხლის ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში.

სტიქიის წინააღმდეგ მებრძოლი მაშველებისა და მოხალისეების გმირობა მუდამ დარჩება ჩვენს მადლიერებაში.

ახალგაზრდებო, საოცარი თაობა მოდიხართ და გისურვებთ, ეს თავისუფლების ჟინი, ერთობა და მიზანსწრაფულობა არასდროს დაგეკარგოთ – ვამაყობ თქვენი”,– წერს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ივნისს, თბილისში, წყალდიდობამ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close