News დაიჯესტი

სრულად მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი – თბილისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ძლიერი წვიმის გამო სრულად მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

ამ წუთებისთვის, ყველაზე მეტი შეტყობინება შემოსულია გლდანის რაიონიდან, სადაც დაიტბორა მეტროსადგურ “ახმეტელის” შესასვლელი. მეტროს ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ამ წუთებშიც აწარმოებენ.

წყლის დაგროვებამ გამოიწვია სამანქანო მოძრაობის შეფერხება გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე.

მოვარდნილი წყლის მასის გამო მეხანძრე-მაშველები აწარმოებენ ჩარჩენილი მანქანების ქუჩებიდან გამოყვანას.

ამ წუთებისთვის, მეხანძრე-მაშველები გლდანის რაიონში 5 სახლის სარდაფიდან აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს.

წყლის ნაკადმა მოძრაობის შეფერხება გამოიწვია თამარაშვილის ქუჩაზეც, სადაც მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ.

ძლიერი წვიმის შედეგად, მოქალაქეები არ დაშავებულან.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close