News დაიჯესტი

მედიცინა შოკშია – ქალმა 101 წლის ასაკში შვილი გააჩინა

საკვერცხეების გადანერგვის ოპერაცია თურქეთის კერძო კლინიკაში ექიმმა ალექსანდრე პოპოლიჩიმ ჩაატარა, რადგან ევროკავშირის ქვეყნებში მსგავსი პროცედურების ჩატარება კანონით აკრძალულია.

ახალშობილის დედა ანატოლია ვერტადელა თავისი მე-17 შვილის, ვაჟ ფრანჩესკოს დაბადებას ღვთიური ძალების არსებობის დასტურად მიიჩნევს. მისი თქმით, ღმერთმა საკვერცხეების კიბოთი დასაჯა, როცა 48 წლის იყო და უკვე 16 შვილი ჰყავდა. ას წელს გადაცილებული კი შეიწყალა და შვილოსნობის უნარი დაუბრუნა.

ექიმი პოპოლიჩის აზრით, არავის აქვს ქალის განსჯის უფლება. ანატოლიამ 4-კილოგრამიანი, ჯანმრთელი ვაჟი გააჩინა, რისთვისაც ღმერთის მადლობელი უნდა იყოს.

ანატოლიას ქმარი 1998 წელს გარდაიცვალა, ამიტომ ქალმა სპერმის დონორი ინტერნეტით მოიძია. ის 26 წლის კათოლიკე ახალგაზრდა გახლავთ, რაც ღრმად მორწმუნე ქალისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო.
ანატოლია ვერტადელას იმის მოლოდინი არ აქვს, რომ ბავშვის მამა შვილის აღზრდაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა ეს არც აღელვებს. ქალი გარდაცვლილი ქმრის სიყვარულზე საუბრობს და ამბობს, რომ სიკვდილამდე მის ქვრივად დარჩება. ანატოლიას აზრით, ფეხმძიმობა მისთვის მხოლოდ უზენაესის ჩანაფიქრის განსახორციელებლად იყო საჭირო.

ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როცა ხანდაზმული ქალი ბავშვს აჩენს. ამ დრომდე, უხუცეს დედად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები, 1839 წელს დაბადებული მალეგვალე რამოგკოპა ითვლებოდა, რომელიც 1931 წელს, 92 წლის ასაკში, ტყუპის დედა .

წყარო


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close