POSTS დაიჯესტი

“ქვეყანას, იცით, რა ღუპავს?”,-ირმა ინაშვილი

ქვეყანას, იცით, რა ღუპავს? განურჩევლობა. ქვეყანას შუბლზე სინდისის ძარღვის გაწყვეტა ღუპავს: აი, ადამიანის უფლებების დამცველებად ტრანსფორმირებულ ზონდერებს რომ შეგვაგუეს, ეს ღუპავს ქვეყანას… მერე პარლამეტში “მთავარ ოპოზიციად” მოლაშვილის მწამებლებს რომ შეგვაგუეს, ეს ღუპავს ქვეყანას… მერე 9 წელი დაივიწყეთო, ამას რომ ჩაგვჩიჩინებდნენ…

მურუსიძე და ჩინჩალაძე კრისტალურ პროფესიონალებად რომ დახატეს და მთელი სასამართლო სისტემა ჩააბარეს, ეს ღუპავს ქვეყანას… სერგო თეთრაძის ოჯახი სასამართლო პროცესებზე ნაცების დასაჯიჯგნად მარტო რომ დავტოვეთ, ეს ღუპავს ქვეყანას.

სამართალი რომ ვერ იპოვა ვერც ერთი მოკლულის ოჯახმა და ახლა სალარიძეც ამ ოჯახებს რომ შეემატა, ეს ღუპავს ქვეყანას. ხმების წართმევა და ყიდვა ღუპავს ქვეყანას… მარტო შენი თავი რომ გგონია მართალი და მთელი სამყარო- დამნაშავე, ეს ამპარტავნება ღუპავს ქვეყანას…

ციხის კადრებზე რომ პირს აღებენ, ტყუილია, არავის აწამებდნენო და გავუტარეთ, ეს ღუპავს ქვეყანას. ის მწამებლები ახლა მიტინგზე რომ დგანან და სისტემის ნგრევაზე გელაპარაკებიან, ეს ღუპავს ქვეყანას… ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, “ქართულო ოცნებავ”, ეს ღუპავს ქვეყანას, მაგრამ არ დაგაღუპინებთ საქართველოს. ზაზა სალარიძესაც დავიხსნით, მისი შვილის მკვლელებსაც მივაგნებთ, მფარველებს- დავსჯით და “ოცნების” ზარდიაშვილებსაც ზედ მიგაყოლებთ. აღარ იქნება არაფრის გატარება და არავის დანდობა. 

ირმა ინაშვილი

ჟურნალისტი, პოლიტიკოსი

ფეისბუქ-სტატუსი 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close