News დაიჯესტი
სამმაგი მკვლელობა ხობის მუნიციპალიტეტში – დეტალები შემთხვევის ადგილიდან
- ნახვები503
- ლაიქები0
სამი მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი აღმოაჩინეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ფარცვანიების ოჯახში — იტყობინება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.
დაღუპულები — გოგიტა ფარცვანია, დათა ბუკია და ენუქი კონჯარია ერთ-ერთი დაღუპულის გოგიტა ფარცვანიას დედამ იპოვა მას შემდეგ, რაც მაღაზიიდან სახლში დაბრუნდა.
სააგენტოს კორესპონდენტს გარდაცვლილთა მეზობლებმა უთხრეს, რომ ფარცვანია და ბუკია მეზობლები იყვნენ, ხოლო კონჯარია ხელოსანი, რომელიც ფარცვანიების სახლში სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა. დაღუპულებს ცეცხლსასროლი იარაღით აქვთ მიყენებული ჭრილობები თავის და ზურგის არეში, იმ დროს, როცა ისინი სუფრასთან სადილობდნენ.
ცხედრები ამ დროისთვის ქუთაისის ექსპერტიზაზეა გადასვენებული.