News დაიჯესტი
“ვერასდროს ვერავინ მიხვდება მამი, რა ტკივილს განიცდიდი იმ ღვთისგან დაწყევლილ დღეს”
- ნახვები547
- ლაიქები0
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
როგორი ტკივილი ხარ მამიიი.როგორი დიდი ტკივილიიიი.და უფრო მეტი დიდი ტკივილი აქ დამიტოვე მამი,
საჯაროდ მეუბნებიან მამი შენი მკვლელების დამფარავები რომ თურმე შედიან ჩემს მდგომარეობაში.
ყოველი დღე ერთიდა იგივე ფიქრით იწყება მამი ,ვცდილობ ის ტკივილი ვიგრძნო რა ტკივილიც შენ განიცადე მამი როდესაც სულს ებრძოდი.როდესაც თვალებით ეხვეწებოდი ექიმებს რო გადაერჩინე,როდესაც შენს ძმაკაცს უთხარი მამი მიშველეო.ვცდილობ ყველა ის ჭრილობა შევიგრძნო მამი რომლებიც შენ მოგაყენეს.რატო, რატო არ იბრძოლე მამი,რატო დაგვტოვე ასე გაურკვევლად ყველა.
როგორ შედიან ჩვენს მდგომარეობაში როცა პირიქით წიხლს მაჭერენ და თვალებში ნაცარს მაყრიან მამი,
ვერასდროს ვერავინ მიხვდება მამი რა ტკივილს განიცდიდი იმ ღვთისგან დაწყევლილ დღეს.
მიყვარხარ მამი ძალიან მიყვარხარ და მენატრები.
დედაშენი ლოცულობს მამი მალე რო გნახოს,მეც მალე გნახავ მამი არ იდარდო ძალიან მალე გნახავ.
ჯერ სამართალმა უნდა იზეიმოს მამი და მერე გნახავ.
მაპატიე შენს გვერდით რო არ ვიყავი მამი”,-წერს ზაზა სარალიძე.