News დაიჯესტი

გვერდით ვერ დავუდგები ზაზა სარალიძეს, მის გვერდით დგანან ისინი, ვინც ჩემი შვილი მოკლა – გურამ გირგვლიანი

“ჩემთვის ცხადზე ცხადია, თუ რას განიცდის ის ახლა, მაგრამ ჩემთვის უბედურებაა ისიც, რომ მის გვერდით დგანან ის ადამიანები, ვინც ჩემი შვილი მოკლა. მე მხოლოდ ამ გარემოების გამო ვერ მივალ და გვერდით ვერ დავუდგები ზაზა სარალიძეს, კუპრავას გვერდში დაყენება როგორ შეიძლება?!
თორემ სხვა მხრივ ყველანაირად ვუთანაგრძნობ და სოლიდარობას გამოვხატავ მის მიმართ.

დღეს მთელი საქართველო გვერდში უნდა დაუდგეს ამ კაცს, რადგან როგორ შეიძლება ამდენი ხალხი მონაწილეობდეს მკვლელობაში და საბოლოოდ ვერაფერი დადგინდეს.
ბუნებრივია, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს. სხვათა შორის, ჩვენს დროს, როცა ვიკრიბებოდით მაშინ 20-30 კაცი თუ იდგა ხოლმე ჩვენს გვერდით, ვცდილობდით რამ ყველაფრისთვის პოლიტიკური სარჩული არ მიგვეცა”, – აცხადებს გირგვლიანი.

წყარო – კვირის პალიტრა

https://www.kvirispalitra.ge/justice/43480-qvuyureb-zaza-saralidzes-da-sakuthari-ubedurebac-ckhadad-midgeba-thvaltsinq-ras-ambobs-guram-girgvliani-qkhoravas-saqmezeq.html


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close