News დაიჯესტი
რუსეთის დელფინარიუმიდან გამოპარული სელაპი ფოთში იპოვეს
- ნახვები517
- ლაიქები0
ქალაქ ანაპის დელფინარიუმიდან გამოპარული სელაპი მეთევზეებმა და მყვინთავებმა ფოთში,ორაგულის მარიფერმის მიდამოებში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“სელაპი მიშა (მიშიკო) საქართველოშია. გამოიპარა ანაპის (რუსეთის ფედერაცია) დელფინარიუმიდან, მერე დაიჭირეს აფხაზეთში, ცოტა ხნით ჰყავდათ ბიჭვინთაში, გამოიპარა იქედანაც და ახლა ფოთთან ორაგულის მარიფერმის მიდამოებში დავაფიქსირეთ,” – წერს გუჩმანიძე Facebook-ის პირად გვერდზე.