News დაიჯესტი
“პარლამენტის წევრი ანი მიროტაძე კუდ-თან თანამშრომლობდა?”,-დავით ჟღენტი
- ნახვები603
- ლაიქები0
საქართველოს პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“, ერთერთი საინფორმაციო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ანი მიროტაძე ყოფილი ხელისუფლების ძალოვან სტრუქტურებთან, კერძოდ, კუდ-თან თანამშრომლობდა.
ამის შესახებ გაზეთი „ქრონიკა+“ წერს და გადაბირების დამადასტურებელ დოკუმენტებს აქვეყნებს.
გაზეთში დაბეჭდილია ანი მიროტაძის ხელწერილის ფოტოასლი და ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს დათა ახალაია აწერს:
„ცნობა ანი მიროტაძის გადმობირების თაობაზე გაცნობებთ, რომ მოვახდინეთ მოქ. ანი მიროტაძის გადმობირება.
ანი მიროტაძე თანახმაა ითანამშრომლოს საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან და მოგვაწოდოს ცნობები ოპერატიულად საინტერესო ობიექტთა შესახებ და შეასრულოს ჩვენს მიერ წარდგენილი დავალებები. ა. მიროტაძეს განვუმარტეთ მისი უფლება-მოვალეობები, ჩავუტარეთ ინსტრუქტაჟი, რის შემდეგაც მან თანხმობა თანამშრომლობის შესახებ დაგვიდასტურა ხელმოწერით“.
ანი მიროტაძის ხელწერილი:
„შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს მე, ანი სიმონის ასული მიროტაძე, დაბადებული 1975 წ. 22 ივნისს, პირადი ნომრით 54001008183, თანახმა ვარ კონფიდენციალობის დაცვით, ვითანამშრომლო საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან და მოგაწოდოთ ცნობები დავალებათა თაობაზე. აგრეთვე თანახმა ვარ შევასრულო თქვენს მიერ წარმოდგენილი დავალებები ოპერატიულად საინტერესო საკითხების ირგვლივ. თანხმობას თანამშრომლობის თაობაზე ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით“.