POSTS დაიჯესტი

“მარტო არ დავტოვოთ ზაზა სარალიძე,19:00 საათზე,მივიდეთ პარლამენტის შენობასთან”,-ნიკოლოზ მაჭუტაძე

ძვირფასო მეგობრებო,

თითოეული ჩვენგანი ვალდებულები ვართ დღეს გამოვცხადდეთ პარლამენტის შენობასთან და დამპალი, არაადამიანური სისტემის წინაშე მარტო არ დავტოვოთ ზაზა სარალიძე – 19:00 საათზე, რუსთაველის პროსპექტზე.

ერთადერთი შანსი აქვს ჩვენს ადამიანობას და უკეთეს მოქალაქეობას ამ მოცემულობაში, ერთადერთი შანსი – არ მივატოვოთ ეს კაცი, არ მივატოვოთ თავის უდიდეს ტკივილთან, გამაოგნებელ და გამანადგურებელ მდგომარეობასთან.

მას შვილი მოუკლეს. წაართვეს პატარა ბიჭი, მისი ცხოვრების და არსებობის მთავარი აზრი და ახლა სამართლის აღსრულების ნაცვლად, ცინიზმითა და შევიწროებით ეკიდებიან, დამნაშავეებს ხელს აფარებენ, უთვალთვალებენ, კვლავ ყოველდღიურად ამწარებენ, ამ საშინელებით კვლავ უკლავენ პატარა დათუნას.

ამ ტრაგედიამ თითოეული ჩვენგანი შეძრა დეკემბერში.

ხელისუფლების და ე.წ. სამართალდამცავი სისტემის საშინელმა მდგომარეობამ, მის მესვეურთა ამაზრზენმა საქციელმა გაგვაბრაზა, გაგვამწარა, გული აგვირია ჩვენს სახელმწიფოზეც კი, მისი დამოუკიდებლობის ასწლოვანი იუბილესას.

ჩვენს სახელმწიფოს გამართლება სჭირდება, ჩვენს ადამიანობასაც და მოქალაქეობასაც და ეს გამართლება ამ კაცის გვერდით დგომაში, მის მარტო არ დატოვებაშია დღეს.

სხვაში არაფერში.

მაშ, ასე – ყველას გელით დღეს რუსთაველზე, 19:00 სთ.-ზე. არ დარჩეთ სახლებში, ეს სინდისის საკითხია და თქვენივე სინდისი მოგკითხავთ მდუმარებისა და უმოქმედობის ცოდვებს.

წყარო: ნიკა მაჭუტაძე 

 


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close