News დაიჯესტი

სასწრაფო დახმარების ოპერატორის ცინიკურ პასუხს 22 წლის გოგო ემსხვერპლა

22 წლის გოგო გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ოპერატორის დამცინავი პასუხის გამო დაიღუპა, იუწყება BBC .

როგორც გამოცემა წერს შემთხვევა  საფრანგეთში მოხდა. მედიის ინფორმაციით, ნაომი მუსენგამ სასწრაფოში დარეკა და დახმარება ითხოვა. ის ამბობდა, რომ კუჭი სტკიოდა: “ვკვდები” – უთხრა მან ოპერატორს, რაზეც ოპერატორმა უპასუხა: “ერთ დღეს ნამდვილად მოკვდები, როგორც ყველა”.

ახალგაზრდა გოგომ, ხელმეორედ დარეკა სასწრაფო დახმარების ცენტრში, მის მისამართზე მანქანა გააგზავნეს, თუმცა ის საავადმყოფოში გადაყვანამდე გულის შეტევით გარდაიცვალა. პირველ და მეორე ზარს შორის ოთხი საათი იყო გასული.

წყარო:http://freenews.coa.ge


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close