News დაიჯესტი

ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური ავარიულად გამოირთო

სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის ავარიულად გამოირთვის გამო,  საქართველოს რეგიონებს და თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა.

“დღეს, 20 საათზე და 11 წუთზე, ავარიულად გამოირთო ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რამაც გამოიწვია ენერგოსისტემაში ელექტროენერგიის დეფიციტი, რის გამოც ქვეყნის რამდენიმე რეგიონს და თბილისის ნაწილს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.
სისტემაში არსებული რეზერვების და იმპორტის ხარჯზე, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსახლეობის ეტაპობრივი ჩართვა”,-ნათქვამია სახელმწიფო ელექტროსისტემის  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ დროისთვის ელექტრომომარაგება  სრულად აღდგენილია.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close