News დაიჯესტი
საკონსტიტუციო სასამართლო მარიხუანის მოხმარებისთვის ჯარიმის გაუქმებაზე სარჩელს განიხილავს
- ნახვები933
- ლაიქები0
30 მაისს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს პარტია “გირჩის” დამფუძნებლების ზურაბ ჯაფარიძისა და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელს, რომელიც მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას შეეხება.
როგორც ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე წერს, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარს იტყვის, გამოდის, რომ ის უარს ამბობს გირჩის მიერ უკვე მოგებულ საქმე #732-ის ლოგიკაზე.
“თუ ამ საქმეს მოვიგებთ, მარიხუანა საქართველოში იქნება სრულად ლეგალური, ლეგალური! ეს არის ბრძოლა, რომელზეც ჩვენ ყველამ დავხარჯეთ ბევრი წელი. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის! და თავისუფლება იწყება შენი სხეულიდან! კი, ჩემი სხეული არის ჩემი! მეტი არავისი! და რასაც მინდა იმას ვუზამ! ან გჯერა ამ მარტივი ჭეშმარიტების ან იბლანდები საზოგადოებრივი საკუთრების ტრაგიკულ და სასაცილო ლაბირინთებში და შემდეგ ამთავრებ წითელი ან შავი ტოტალიტარიზმით. მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა მოგებულია. თავისუფლებას წინ ვერაფერი დაუდგება”, – წერს ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე.