News დაიჯესტი

ჭიათურის მაღაროში მომხდარ შემთხვევაზე “ჯორჯიან მანგანეზი” განცხადებას ავრცელებს

ჭიათურის მაღაროში მომხდარ შემთხვევაზე  კომპანია “ჯორჯიან მანგანეზი” განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ჯეო დაიჯესტი” უცვლელად გთავაზობთ:

ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში, კერძოდ, კოროხნალის მაღაროში სამთო მასალის ჩამოშლის შედეგად, 32 წლის მაღაროელმა, ალექსანდრე დეკანოიძემ თავის არეში დაზიანებები მიიღო. იგი ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.

კოროხნალის მაღაროში შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით ოთხ საათზე მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.

“ჯორჯიან მანგანეზი” აღნიშნულ თემაზე დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს”,-ნათქვამია კომპანიის მიერი გავრცელებულ განცხადებაში.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close