კატეგორიის გარეშე

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის საცხოვრებელი ბინა გაქურდეს – წაღებულია ძვირფასეულობა

თბილისში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის დავით გოგუას საცხოვრებელი ბინა გაქურდეს. ამის შესახებ  ინფორმაციას “თაიმერი” ავრცელებს.

როგორ საინფორმაციო სააგენტო წერს,  გოგუას ბინიდან წაღებულია ძვირფასეულობა. შემთხვევა 16 მაისს მოხდა, თუმცა ფაქტი ამ დრომდე არ გახმაურებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის  ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით  გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” პუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ქურდობის ჩადენას ბინაში უკანონო შეღწევით.


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close