POSTS დაიჯესტი

“იგივე ლოგიკით,უფრო მომგებიანი ჰეროინი და კოკაინია?- არ გვინდა ავღანეთობა”,-ნიკოლოზ ჩხეიძე

ყურადღებით მოვუსმინე ლევან ვასაძეს,გრძელი სიტყვაა მაგრამ ბევრ სწორ შეფასებას აკეთებს და აქცენტებს სვამს. საკმაოდ ბევრ საკითხში და მიდგომებში ვეთანხმები.

დასავლეთთან დამოკიდებულებაში ბოლომდე არ ვეთანხმები.

დასავლეთი მტერი არაა. მტერია დასავლეთში გავრცეებული ნეო ლიბერალიზმი რომელსაც დანარჩენი დასავლეთი ებრძვის.

ვეთანხმები იმაშიც, რომ ტრამპის პრეზიდენტობა არის უიშვიათესი შანსი საქართველოსათვის. ეხლაა საჭირო ინტენსიური მუშაობა და თანამშრომლიბა აშშ სთან ყველა დონეზე სახელმწიფოსთან ერთად ენჯეოებისა და მედიის ჩათვლით.

ვეთანხმები იმაში. რომ ჩვენ ქართველებმა და სახელმწიფომ ჩვენი, დამოუკიდებელი ეროვნული პოლიტიკა და გონივრული დიპლომატიის საფუძველზე სწორი სტრატეგია ავირჩიოთ ჯერ გადარჩენისათვის, ( კატასტროფული დემოგრაფიული და არამარტო დემოფრაფიული სურათი გვაქვს ) მერე კი სტაბილური და უსაფრთხო განვითარებისათვის.

ლევანის ეროვნული პათოსი მისაღებია, დასავლეთის დემონიზაცია მიუღებელი ჩემთვის. ჩვენ უნდა შეგვეძლოს ვილაპარაკოთ და ვეურთიერთოდ ყველას და გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი ქვეყნის სასიკეთოდ. დღეს ამის შანსი გვაქვს. საჭიროა მმართველი პოლიტიკური ძალის პოლიტიკური ნება რომელიც ჯერ კუდევ არ სჩანს. გზები და ქალაქში სკვერები და საბავშვო მოედნები კარგია, მაგრამ საერთო სურათს ვერანაირად ვერ ცვლის. ლირიული გადახვევა : მარიხუანას საექსპორტოდ მოყვანის გადაწყვეტილებაზე აღარაფერს ვამბობ – იგივე ლოგიკით უფრო მომგებიანი ჰეროინი და კოკაინია. ორივე მცენარეული წარმოშობისაა. ავღანეთობა არ გვინდა.

ნიკოლოზ ჩხეიძე


Show More

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close