News დაიჯესტი
საპროტესტო აქციის მონაწილეები ერევნის მერიაში შეიჭრნენ
- ნახვები759
- ლაიქები0
საპროტესტო აქციის მონაწილეები ერევნის მერიაში შეიჭრნენ. გადაწყვეტილება დემონსტრანტებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ქალაქის მერმა ადგილობრივებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის ბიურო წერს.
აქციის მონაწილეებს ქალაქის მმართველის მოადგილეები შეხვდნენ. მათ განმარტეს, რომ ერევნის მერი შენობაში არ იმყოფებოდა. დემონსტრანტები ქალაქის მერის გადადგომას ითხოვენ.
ადგილობრივი მედისაშუალებების ნაწილი იმასაც წერს, რომ მერიაში შეჭრილი ათეულობით დემონსტრანტი დერეფანში ზის და მერს ელის, ნაწილი კი ქალაქის მერიის თანამშრომლების სამუშაო ოთახებში დადის.
ტარონ მარკარიანი ერევნის მერის თანამდებობას 2011 წლიდან იკავებს. აქციის მონაწილეები მას ქალაქის მართვის პოლიტიკის და მოუგვარებელი პრობლემებისთვის აკრიტიკებენ.